სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლიბიაში თურქული გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია
ლიბიაში თურქული გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია

ლი­ბი­ა­ში, ტან­ზა­ნი­ის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი თურ­ქუ­ლი გე­მის და­კა­ვე­ბუ­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი­დან სამი ქარ­თვე­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­მუ­კა ახა­ლა­ძემ და­უ­დას­ტუ­რა.

ახა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გემ­ზე ეკი­პა­ჟის 11 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ი­და­ნაც სამი ქარ­თვე­ლია, მათ შო­რის გე­მის კა­პი­ტა­ნიც.

"გემი 30 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს ლი­ბი­ა­ში. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ გუ­შინ სა­ღა­მოს გახ­და ერთ-ერთი მე­ზღვა­უ­რის ოჯა­ხის წევ­რის­გან. ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნა­სა­სა­მარ­თლო მოკ­ვლე­ვა. და­კა­ვე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გე­მის ტვირთს უკავ­შირ­დე­ბა - არა­ლე­გა­ლუ­რი ტვირ­თით არა­ლე­გა­ლურ ნა­ოს­ნო­ბას. თუმ­ცა, და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს. ჩარ­თუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც და მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ახა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ი­მე სა­ხის უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცია და­კა­ვე­ბუ­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ აქვთ.

"ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სი, ძა­ლი­ან რთუ­ლია ლი­ბი­ა­ში რა­ი­მეს გარ­კვე­ვა და და­ზუს­ტე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა უწყე­ბა ჩარ­თუ­ლია და სა­ერ­თშა­ო­რი­სო დო­ნე­ზე ვცდი­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ახა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლიბიაში თურქული გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია

ლიბიაში თურქული გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემის დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ დაუდასტურა.

ახალაძის ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც.

"გემი 30 აგვისტოს დააკავეს ლიბიაში. ჩვენთვის ცნობილი ამ ინფორმაციის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახის წევრისგან. ეკიპაჟის წევრები დაკავებულები არიან და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მიმდინარეობს წინასასამართლო მოკვლევა. დაკავება, სავარაუდოდ, გემის ტვირთს უკავშირდება - არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება", - განაცხადა ახალაძემ.

მისივე ინფორმაციით, რაიმე სახის უარყოფითი ინფორმაცია დაკავებული მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ აქვთ.

"ახლა მიმდინარეობს პროცესი, ძალიან რთულია ლიბიაში რაიმეს გარკვევა და დაზუსტება, მაგრამ ყველა უწყება ჩართულია და საერთშაორისო დონეზე ვცდილობთ ინფორმაციის დაზუსტებას", - განაცხადა ახალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი