სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მზია ორველაშვილმა ახალი სიყვარული იპოვა - "საშასთან გაშორების შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, რომ არავის შევიყვარებდი, მაგრამ..."
მზია ორველაშვილმა ახალი სიყვარული იპოვა - "საშასთან გაშორების შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, რომ არავის შევიყვარებდი, მაგრამ..."

სპორ­ტულ-სა­მე­ჯლი­სო მო­ცეკ­ვა­ვემ, მზია ორ­ვე­ლაშ­ვილ­მა, ქა­ლუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა და­იბ­რუ­ნა. ბოლო წლებ­ში მის პი­რად­ში ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნო რამ მოხ­და, მის­თვის ძვირ­ფას­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გული ძა­ლი­ან ატ­კი­ნეს. ახლა კი მის თვა­ლებ­ში ისევ სი­ხა­რუ­ლის სხი­ვე­ბია - მო­ცეკ­ვა­ვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მისი რჩე­უ­ლი ტატო ხან­თა­ძე გახ­ლავთ.

ტა­ტოც მო­ცეკ­ვა­ვეა, ოღონდ ქარ­თულ ცეკ­ვებს ას­რუ­ლებს. ის "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" ან­სამ­ბლის სო­ლის­ტია. ერ­თმა­ნე­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დარ­ბაზ­ში გა­იც­ნეს. რო­გორ და­ი­წყო და გან­ვი­თარ­და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლის­გა­ნაც წყვი­ლი დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას ელო­დე­ბა, ამის შე­სა­ხებ მზი­ამ და ტა­ტომ პირ­ვე­ლად "სარ­კეს" გა­უმ­ხი­ლეს.

ტატო: მზი­კო რამ­დე­ნი­მე თვის წინ, აპ­რილ­ში გა­ვი­ცა­ნი. "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის" ან­სამ­ბლის დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შობ­და, რად­გან მისი სტუ­დი­ის დარ­ბა­ზი პრო­ექ­ტის ("ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი". ავტ.). მო­ნა­წი­ლე­ებს ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ვარ­ჯი­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩემ­თვის რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და, ტა­შის შე­მოკ­ვრით და­მი­ძა­ხა, რად­გან სა­ხე­ლი არ იცო­და. ამ დღეს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და დავ­მე­გობ­რდით.

მზია: ისე­თი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა ეტაპ­ზე თუ გა­და­ვი­დო­და. ჩვენს მე­გობ­რებს კი ყო­ველ­თვის ჰქონ­დათ ეჭვი, რომ ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვწონ­და.

-რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და თქვენ შო­რის ეს "გა­ურ­კვევ­ლო­ბა"?

ტატო: ივ­ნის­ში მზი­კო ქო­ბუ­ლეთ­ში ის­ვე­ნებ­და. მინ­დო­და, გა­მე­ხა­რე­ბი­ნა და მისი შვი­ლის ნათ­ლი­ის ძმას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია, ვუ­თხა­რი, ქო­ბუ­ლეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით. მზი­კოს ღა­მის 11 სა­ათ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე და დი­ლის 5 სა­ათ­ზე ქო­ბუ­ლეთ­ში და­ვა­დე­ქი თავ­ზე. სრუ­ლი ის­ტე­რი­კა და­ე­მარ­თა.

მზია: ორ დღე­ში ბა­თუმ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ, რად­გან იქ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და. ბა­თუმ­შიც სულ ერ­თად დავ­დი­ო­დით. რა­ღა­ცას კი ვგრძნობ­დი, მაგ­რამ ისე­თი ადა­მი­ა­ნი ვარ, თუ მა­მა­კაც­მა არ გად­მოდ­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, მე რომ სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­დეს, არ ვე­ტყვი.

ტატო: ერთ დღეს მე, მზი­კო და მისი მე­გო­ბა­რი სა­ნა­პი­რო­ზე ვი­ყა­ვით. მზი­კო ცოტა ხნით გა­ვი­და და ამ დროს მის­მა მე­გო­ბარ­მა მკი­თხა, რას ვგრძნობ­დი მზი­კოს მი­მართ. ვუ­თხა­რი, მიყ­ვარს, მაგ­რამ რო­გორც მე­გო­ბა­რი-მეთ­ქი.

შემ­დეგ მე მო­მი­წია გას­ვლა და უკან რომ დავ­ბრუნ­დი, მზი­კოს­გან დიდი სი­ცი­ვე ვიგ­რძე­ნი. რო­გორც მივ­ხვდი, მის­მა მე­გო­ბარ­მა არას­წო­რად უთხრა, რომ მის მი­მართ გრძნო­ბე­ბი მქონ­და და ამის გამო გაბ­რაზ­და.

რამ­დე­ნი­მე დღე ასე გაგ­რძელ­და. რო­დე­საც უკვე სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ზე ერ­თად მოგ­ვი­წია წას­ვლა, გზა­ში მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა: "ვიცი, რომ მოგ­წონ­ვარ და მეც მომ­წონ­ხარ". თა­ვი­დან და­ვი­ბე­ნი, იმ შეხ­ვედ­რა­ზეც სულ მზი­კოს სი­ტყვე­ბი მიტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში, გა­მოს­ვლი­სას ვუ­თხა­რი, მე არ მომ­წონ­ხარ-მეთ­ქი. მზი­კო ბა­თუმ­ში დარ­ჩა, მე თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­მი­წია, რად­გან გას­ტრო­ლებ­ზე ჩი­ნეთ­ში მივ­დი­ო­დი.

- რო­დის მიხ­ვდით, რომ მზია გიყ­ვარ­დათ?

ტატო: რო­დე­საც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი, მა­შინ მივ­ხვდი, რომ მიყ­ვარ­და. ჩი­ნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ვერ მო­ვით­მი­ნე და მივ­წე­რე: "მიყ­ვარ­ხარ" და მის­გა­ნაც ანა­ლო­გი­უ­რი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე.

მზია: ტატო სა­ნამ ჩი­ნეთ­ში იყო გას­ტრო­ლებ­ზე, მე­სი­ჯე­ბის წე­რა­ში ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დი. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და. ჩემი მე­გობ­რე­ბი ტა­ტოს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ხოლ­მე, მზი­კოს რომ ხე­დავ, იბ­ნე­ვიო, მაგ­რამ თა­ვი­დან მარ­თლა ვმე­გობ­რობ­დით.

- მზია, უკ­რა­ი­ნელ ქო­რე­ოგ­რაფ საშა ოხ­რი­მენ­კოს­თან გა­შო­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეთ, რომ აღა­რა­ვინ შე­გიყ­ვარ­დე­ბო­დათ. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ახლა თვა­ლებ­გაბრ­წყი­ნე­ბულს გხე­დავთ...

მზია: ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უკვე წარ­სუ­ლია. მარ­თლაც, სა­შას­თან გა­შო­რე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ არა­ვის შე­ვიყ­ვა­რებ­დი, მაგ­რამ დავ­რწმუნ­დი, რომ არა­სო­დეს უნდა თქვა "არა­სო­დეს". მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ტა­ტოს შე­მახ­ვედ­რა. მან რა­დი­კა­ლუ­რად შემ­ცვა­ლა. ტა­ტოს გვერ­დით უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ!

-ტატო, მზია თქვე­ნი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია?

ტატო: ერთხელ მიყ­ვარ­და, ისიც მო­ცეკ­ვა­ვე იყო, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაგ­რძელ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემს კა­რი­ე­რა­ზე ვი­ყა­ვი გა­დარ­თუ­ლი, თით­ქმის 24 სა­ა­თი დარ­ბაზ­ში ვვარ­ჯი­შობ­დი და მას 3 სა­ათ­საც ვერ ვუთ­მობ­დი. ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ გა­უძ­ლო და დავ­შორ­დით.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ქორ­წი­ნე­ბაც მოჰ­ყვეს?

ტატო: რა თქმა უნდა, ჩვენს გეგ­მებ­ში და­ქორ­წი­ნე­ბა შე­დის.

მარი მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მზია ორველაშვილმა ახალი სიყვარული იპოვა - "საშასთან გაშორების შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, რომ არავის შევიყვარებდი, მაგრამ..."

მზია ორველაშვილმა ახალი სიყვარული იპოვა - "საშასთან გაშორების შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, რომ არავის შევიყვარებდი, მაგრამ..."

სპორტულ-სამეჯლისო მოცეკვავემ, მზია ორველაშვილმა, ქალური ბედნიერება დაიბრუნა. ბოლო წლებში მის პირადში ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა, მისთვის ძვირფასმა ადამიანებმა გული ძალიან ატკინეს. ახლა კი მის თვალებში ისევ სიხარულის სხივებია - მოცეკვავე შეყვარებულია. მისი რჩეული ტატო ხანთაძე გახლავთ.

ტატოც მოცეკვავეა, ოღონდ ქართულ ცეკვებს ასრულებს. ის "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" ანსამბლის სოლისტია. ერთმანეთი უნივერსიტეტის დარბაზში გაიცნეს. როგორ დაიწყო და განვითარდა ეს ურთიერთობა, რომლისგანაც წყვილი დიდ ბედნიერებას ელოდება, ამის შესახებ მზიამ და ტატომ პირველად "სარკეს" გაუმხილეს.

ტატო: მზიკო რამდენიმე თვის წინ, აპრილში გავიცანი. "საქართველოს უნივერსიტეტის" ანსამბლის დარბაზში ვარჯიშობდა, რადგან მისი სტუდიის დარბაზი პროექტის ("ცეკვავენ ვარსკვლავები". ავტ.). მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული. ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩემთვის რაღაცის თქმა უნდოდა, ტაშის შემოკვრით დამიძახა, რადგან სახელი არ იცოდა. ამ დღეს გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით.

მზია: ისეთი უახლოესი მეგობრები ვიყავით, ვერც წარმოვიდგენდი, ურთიერთობა სხვა ეტაპზე თუ გადავიდოდა. ჩვენს მეგობრებს კი ყოველთვის ჰქონდათ ეჭვი, რომ ერთმანეთი მოგვწონდა.

-რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენ შორის ეს "გაურკვევლობა"?

ტატო: ივნისში მზიკო ქობულეთში ისვენებდა. მინდოდა, გამეხარებინა და მისი შვილის ნათლიის ძმას, რომელიც ჩვენი მეგობარია, ვუთხარი, ქობულეთში წავსულიყავით. მზიკოს ღამის 11 საათზე ველაპარაკე და დილის 5 საათზე ქობულეთში დავადექი თავზე. სრული ისტერიკა დაემართა.

მზია: ორ დღეში ბათუმში გადავინაცვლეთ, რადგან იქ საქმიანი შეხვედრები გვქონდა. ბათუმშიც სულ ერთად დავდიოდით. რაღაცას კი ვგრძნობდი, მაგრამ ისეთი ადამიანი ვარ, თუ მამაკაცმა არ გადმოდგა პირველი ნაბიჯი, მე რომ სიგიჟემდე მიყვარდეს, არ ვეტყვი.

ტატო: ერთ დღეს მე, მზიკო და მისი მეგობარი სანაპიროზე ვიყავით. მზიკო ცოტა ხნით გავიდა და ამ დროს მისმა მეგობარმა მკითხა, რას ვგრძნობდი მზიკოს მიმართ. ვუთხარი, მიყვარს, მაგრამ როგორც მეგობარი-მეთქი.

შემდეგ მე მომიწია გასვლა და უკან რომ დავბრუნდი, მზიკოსგან დიდი სიცივე ვიგრძენი. როგორც მივხვდი, მისმა მეგობარმა არასწორად უთხრა, რომ მის მიმართ გრძნობები მქონდა და ამის გამო გაბრაზდა.

რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა. როდესაც უკვე სამსახურის საქმეზე ერთად მოგვიწია წასვლა, გზაში მომიბრუნდა და მითხრა: "ვიცი, რომ მოგწონვარ და მეც მომწონხარ". თავიდან დავიბენი, იმ შეხვედრაზეც სულ მზიკოს სიტყვები მიტრიალებდა თავში, გამოსვლისას ვუთხარი, მე არ მომწონხარ-მეთქი. მზიკო ბათუმში დარჩა, მე თბილისში დაბრუნება მომიწია, რადგან გასტროლებზე ჩინეთში მივდიოდი.

- როდის მიხვდით, რომ მზია გიყვარდათ?

ტატო: როდესაც თბილისში ჩამოვედი, მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდა. ჩინეთში გამგზავრებამდე ვერ მოვითმინე და მივწერე: "მიყვარხარ" და მისგანაც ანალოგიური პასუხი მივიღე.

მზია: ტატო სანამ ჩინეთში იყო გასტროლებზე, მესიჯების წერაში ღამეებს ვათენებდი. ძალიან მენატრებოდა. ჩემი მეგობრები ტატოს ეუბნებოდნენ ხოლმე, მზიკოს რომ ხედავ, იბნევიო, მაგრამ თავიდან მართლა ვმეგობრობდით.

- მზია, უკრაინელ ქორეოგრაფ საშა ოხრიმენკოსთან გაშორების შემდეგ განაცხადეთ, რომ აღარავინ შეგიყვარდებოდათ. სასიხარულოა, რომ ახლა თვალებგაბრწყინებულს გხედავთ...

მზია: ის ურთიერთობები უკვე წარსულია. მართლაც, საშასთან გაშორების შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, რომ არავის შევიყვარებდი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს". მადლობა ღმერთს, რომ ტატოს შემახვედრა. მან რადიკალურად შემცვალა. ტატოს გვერდით უბედნიერესი ვარ!

-ტატო, მზია თქვენი პირველი სიყვარულია?

ტატო: ერთხელ მიყვარდა, ისიც მოცეკვავე იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელდა. იმ პერიოდში ჩემს კარიერაზე ვიყავი გადართული, თითქმის 24 საათი დარბაზში ვვარჯიშობდი და მას 3 საათსაც ვერ ვუთმობდი. ასეთ ურთიერთობას ვერ გაუძლო და დავშორდით.

- შესაძლებელია, რომ თქვენს ურთიერთობას ქორწინებაც მოჰყვეს?

ტატო: რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში დაქორწინება შედის.

მარი მგალობლიშვილი

ჟურნალი "სარკე"

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი ონლაინ დაიწყება - გიორგი გახარია

ცნობილი მოვლენების უცნობი გმირები - ვინ იყო ილა მაისურაძე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში