სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რა? სად? როდის?" მოთამაშე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა
"რა? სად? როდის?" მოთამაშე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა

ცნო­ბი­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შოუს "რა? სად? რო­დის?" მო­ნა­წი­ლე და­ვით ჩარ­გა­ზია გარ­და­იც­ვა­ლა.

ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მა­შის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი წე­რენ. ემო­ცი­უ­რად იხ­სე­ნებს უფ­როს მე­გო­ბარს "რა? სად? რო­დის?" გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ბა­ჩა­ნა შენ­გე­ლია:

"დიდი ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა ზუგ­დიდს და­ვით ჩარ­გა­ზი­ას სა­ხით. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, რა?სად? რო­დის? სა­ტე­ლე­ვი­ზიო თა­მა­შის გა­მორ­ჩე­უ­ლი, არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი მო­თა­მა­შე, თა­ვი­სი ქვეყ­ნის და ქა­ლა­ქის უსა­ზღვროდ მოყ­ვა­რუ­ლი, სა­ოც­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და უბ­რა­ლოდ კარ­გი მე­გო­ბა­რი. ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლემ გა­ვი­ცა­ნი ზუგ­დიდ­ში, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, თით­ქოს დიდი ბავ­შვი იყო, რო­მელ­შიც უდი­დეს ინ­ტე­ლექტთან ერ­თად, ბავ­შვუ­რი გუ­ლუბყ­ვი­ლო­ბა და სი­ა­ლა­ლე იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

შემ­დეგ იყო მისი ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, გა­მორ­ჩე­უ­ლად მახ­სოვს 2008 წლის სე­ზო­ნი, რო­დე­საც მის მიერ აღე­ბუ­ლი გა­დამ­წყვე­ტი კი­თხვით, პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვეთ ზუგ­დი­დის გუნ­დის სა­ხე­ლით. შემ­დეგ, ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან თა­მაშს თავი და­ა­ნე­ბა, თქვა 50 წლის გავ­ხდი და არ მიხ­დე­ბა უკ­ვეო... ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია დღეს რო­გორ უნდა მი­ვი­დე მის სამ­ძი­მარ­ზე და ბედ­ნი­ე­რი სა­ხით არ მი­თხრას რო­გორ ხარ, კა­პი­ტა­ნო! არ მო­მიყ­ვეს რამე ძვე­ლი ის­ტო­რია, თუნ­დაც უკვე არა­ერ­თხელ მო­ყო­ლი­ლი, არ მო­ი­კი­თხოს ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბი, არ მი­მო­ი­ხი­ლოს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, არ გა­ა­კე­თოს თა­ვი­სი უბად­ლო შე­და­რე­ბე­ბი და გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლუ­რი, მწა­რე ქა­რაგ­მე­ბით არ შე­ამ­კოს მა­ვან­ნი.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, უამ­რა­ვი ის­ტო­რია მა­კავ­ში­რებს, უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბა, რა­ღაც თით­ქოს ძა­ლი­ან დიდი მომ­წყდა და წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან... მშვი­დო­ბით, ჩემო უფ­რო­სო მე­გო­ბა­რო, მსუ­ბუ­ქი იყო შენ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ქვეყ­ნის მიწა...", - წერს შენ­გე­ლია.

და­ვით ჩარ­გა­ზია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. მას ზუგ­დიდ­ში, მშობ­ლი­ურ სო­ფელ ინ­გირ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"რა? სად? როდის?" მოთამაშე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა

"რა? სად? როდის?" მოთამაშე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა

ცნობილი ინტელექტუალური შოუს "რა? სად? როდის?" მონაწილე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაშის ცნობილი სახეები წერენ. ემოციურად იხსენებს უფროს მეგობარს "რა? სად? როდის?" გუნდის კაპიტანი ბაჩანა შენგელია:

"დიდი ადამიანი დააკლდა ზუგდიდს დავით ჩარგაზიას სახით. ინტელექტუალი, რა?სად? როდის? სატელევიზიო თამაშის გამორჩეული, არაორდინალური მოთამაშე, თავისი ქვეყნის და ქალაქის უსაზღვროდ მოყვარული, საოცრად განათლებული ადამიანი და უბრალოდ კარგი მეგობარი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გავიცანი ზუგდიდში, ყველასგან განსხვავებული იყო, თითქოს დიდი ბავშვი იყო, რომელშიც უდიდეს ინტელექტთან ერთად, ბავშვური გულუბყვილობა და სიალალე იყო გაერთიანებული.

შემდეგ იყო მისი ტრიუმფალური თამაშები, გამორჩეულად მახსოვს 2008 წლის სეზონი, როდესაც მის მიერ აღებული გადამწყვეტი კითხვით, პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ ზუგდიდის გუნდის სახელით. შემდეგ, ცოტა მოგვიანებით მან თამაშს თავი დაანება, თქვა 50 წლის გავხდი და არ მიხდება უკვეო... ვერ წარმომიდგენია დღეს როგორ უნდა მივიდე მის სამძიმარზე და ბედნიერი სახით არ მითხრას როგორ ხარ, კაპიტანო! არ მომიყვეს რამე ძველი ისტორია, თუნდაც უკვე არაერთხელ მოყოლილი, არ მოიკითხოს ჩვენი გუნდის წევრები, არ მიმოიხილოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, არ გააკეთოს თავისი უბადლო შედარებები და გონებამახვილური, მწარე ქარაგმებით არ შეამკოს მავანნი.

ჩემთვის ძალიან გამორჩეული ადამიანი იყო, უამრავი ისტორია მაკავშირებს, უამრავი მოგონება, რაღაც თითქოს ძალიან დიდი მომწყდა და წავიდა ამ ქვეყნიდან... მშვიდობით, ჩემო უფროსო მეგობარო, მსუბუქი იყო შენთვის უსაყვარლესი ქვეყნის მიწა...", - წერს შენგელია.

დავით ჩარგაზია საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი იყო. მას ზუგდიდში, მშობლიურ სოფელ ინგირში დაკრძალავენ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს