შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში ტყეში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ განუცხადა.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიემართებიან.
ხანძარი რამდენიმე წუთის წინ ადგილობრივებმა შენიშნეს. სხვა დეტალები უცნობია.