ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF 2017) – მასტერკლასების/Q&A პროგრამა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF 2017) – მასტერკლასების/Q&A პროგრამა

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) 2017 წლის 17-24 სექტემბერს ტარდება ქ. ბათუმში. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია -  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

 

კინოფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია - კინოფესტივალზე ჩამოსული კინორეჟისორების, პროდიუსერების მიერ ორგანიზებული მასტერკლასები და შეხვედრები.

ქვემოთ მოცემულია  ბათუმის კინოფესტივალზე დაგეგმილი მასტერკლასების სრული სია:

19 სექტემბერი

12.00-14.00 - გიორგი ოვაშვილი - მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A)

16.00-18.00 - გია ყანჩელი - მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A)

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „WYNDHAM Batumi“

20 სექტემბერი

16.00-18.00 - სიდიქ ბარმაკი - მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A)

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „WYNDHAM Batumi“

16.30 – 17.30  - ფოტოგამოფენა „აბას კიაროსტამი“ - სეიფოლა სამადიანი (ირანი)

ადგილმდებარეობა: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

21 სექტმბერი

12.30-14.00 – მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A) - მოჰსენ მახმალბაფი & ჰანა მახმალბაფი

17.30-18.30 – “კინოპროექტების პრეზენტაცია ფესტივალებისთვის“, გულინ უსტუნ & ტობიას პაუზინგერ

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „WYNDHAM Batumi“

22 სექტემბერი

13.00-14.00 - ნიკოს პანაგიოტოპოულოს - მასტერკლასი „კინოსცენარის განვითარება“

14.00-15.00 - შეხვედრა ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებთან (მოკლემენტრაჟიანი/მხატვრული ფილმების სექცია)

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „WYNDHAM Batumi“

23  სექტემბერი

12.30-13.20 - პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" პრეზენტაცია  - ქეთევან შენგელია, დინარა მაღლაკელიძე, ლევან ლომჯარია (“შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში")

13.20-14.00 - „დოკუმენტური ფილმების იდეების სივრცე web-პორტფელის პრეზენტაცია“ - კოტე ჯანდიერი, გოჩა ჟორჟოლიანი, შალვა შენგელი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი).

14.00-14.30 - პრეზენტაცია „ტერი ჯორჯის შემოქმედებითი კონკურსი 001 - გავლენის ხელოვნება“, ალექ მოუჰიბიანი,  პროდუსერი („შემოქმედებითი სომხეთი“ / „Creative Armenia“)

16.30-18.00 – ქართველ რეჟისორებთან შეხვედრა - ელდარ შენგელაია, რეზო ესაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „WYNDHAM Batumi“

მისამართები

სასტუმრო „WYNDHAM Batumi“- აბაშიძის ქ. 33 (ერას მოედნის პირდაპირ)

თანამედროვე ხელ ოვნების ცენტრი - ზვიად გამსახურდიას ქ.  1/5

მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია !

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები -  კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო  “Wyndham” კონფერენს დარბაზი,  კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე

კინოფესტივალზე დასწრება - კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.  კინოთეატრ „აპოლოში“  ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა - ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) - სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით  - http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org;  ტელ: 599-482181б 597-998272

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება