სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა გაკეთდა პეკინის ქუჩაზე - ნახეთ, როგორია 3-თვიანი რეაბილიტაციის შედეგები
რა გაკეთდა პეკინის ქუჩაზე - ნახეთ, როგორია 3-თვიანი რეაბილიტაციის შედეგები

რამ­დე­ნი­მე დღე­ში პე­კი­ნის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სრულ­დე­ბა. პრო­ცე­სი, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მერ­მა "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი" უწო­და, სამ თვეს გაგ­რძელ­და და ამ ხნის მან­ძილ­ზე თქვენ თა­ვად­ვე იყა­ვით მომსწრე რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ბევრ მო­ქა­ლა­ქეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მძღო­ლებს დის­კომ­ფორ­ტიც შე­უქ­მნა ქა­ლა­ქის ერთ-ერთ მთა­ვა­რი ქუ­ჩა­ზე თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე მოძ­რა­ო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბამ.

რა გა­კეთ­და სამ თვე­ში პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, რო­გო­რი იქ­ნე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ქუჩა და დარ­ჩე­ბა თუ არა ცალ­მხრი­ვი - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "დღის თემა" ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გივი კუბ­ლაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა.

იხი­ლეთ გა­და­ცე­მის ვი­დე­ო­ვერ­სია სრუ­ლად

- თბი­ლი­სის მერ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი გეგ­მის მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს და 10 სექ­ტემ­ბრის­თვის დას­რულ­დე­ბა. რო­დის გა­იხ­სნე­ბა სრუ­ლად გზა?

- გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, 100-მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი დარ­ჩა და დი­ლის­თვის დას­რულ­დე­ბა ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სრუ­ლად ვართ გა­დარ­თუ­ლი ტრო­ტუ­ა­რე­ბის კე­თე­ბა­ზე. მარ­ცხე­ნა მხა­რეს დღეს ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბიც დას­რულ­დე­ბა და უკვე შშმ პი­რე­ბის გა­და­სას­ვლე­ლის სა­მუ­შა­ო­ებს და­ვი­წყებთ, რის­თვი­საც სამი-ოთხი დღე დაგ­ვჭირ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ტრო­ტუ­ა­რე­ბის მო­წყო­ბა, თავ­და­პირ­ვე­ლად მო­ე­წყო­ბა ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბე­ბი, დას­რულ­დე­ბა ტრო­ტუ­ა­რის მშე­ნებ­ლო­ბა და შემ­დეგ და­ი­გე­ბა წი­თე­ლი ას­ფალ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის. მო­ე­წყო­ბა ორ­მხრი­ვი ვე­ლო­ბი­ლი­კი, ასე­ვე მო­ე­წყო­ბა "ბას ლე­ი­ნე­ბი" (ავ­ტო­ბუ­სის ხა­ზე­ბი), რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღის ვა­და­ში და­ხა­ზავს ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი. ამის შემ­დეგ სრუ­ლად იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, აღ­დგეს მოძ­რა­ო­ბა.

- პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პე­კი­ნის ქუ­ჩის არა მხო­ლოდ მი­წის­ქვე­შა ნა­წი­ლი, ტრო­ტუ­ა­რე­ბიც სრუ­ლი­ად სა­ხეც­ვლი­ლი იქ­ნე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და და რო­გო­რი იქ­ნე­ბა ქუ­ჩის სა­ბო­ლოო სახე?

- ამ გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ბო­ლოს 1953-1955 წლებ­ში მოხ­და, დიდი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გას­წია "ჯვპ"-მ. მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა 400-იანი და 160-იანი წყლის მი­ლე­ბი და სა­ნა­ცია მოხ­და 1000-იან მილ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით 400-მეტ­რი­ა­ნი კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის გვი­რა­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­და, ძი­რი­თა­დი სირ­თუ­ლის სწო­რედ ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო.

ამას­თან, ჩვენ მო­ვა­წყობთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის, შშმ პი­რე­ბის­თვის გა­და­სას­ვლე­ლებს, ასე­ვე ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბებ­ზეც იქ­ნე­ბა იგი­ვე მო­წყო­ბი­ლი, გა­კეთ­დე­ბა ახა­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბი, ხე­ე­ბის ირ­გვლივ მო­ე­წყო ახა­ლი ცხა­უ­რე­ბი და წყლის დამცლე­ლე­ბი და­მონ­ტაჟ­და. გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, და­იდ­გმე­ბა ყვა­ვი­ლე­ბის ქოთ­ნე­ბი და სკა­მე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სრუ­ლი­ად ახალ პე­კი­ნის ქუ­ჩას მი­ი­ღე­ბენ.

- მთა­ვა­რი შე­კი­თხვა, რაც ახლა მო­ქა­ლა­ქე­ებს აწუ­ხებთ, არის ის, დარ­ჩე­ბა თუ არა პე­კი­ნის ქუჩა ცალ­მხრი­ვი. რას იტყვით ამის შე­სა­ხებ?

- ჩვენ პრო­ექ­ტის და­წყე­ბამ­დე დავ­თვა­ლეთ მოძ­რა­ო­ბა თუ რამ­დე­ნი მან­ქა­ნა მოძ­რა­ობს პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, რო­დე­საც შევ­ხე­დეთ, რომ ახლა არ­სე­ბულ­მა მოძ­რა­ო­ბის ნა­კა­დებ­მა კარ­გად იმუ­შა­ვა, გა­დავ­წყვი­ტეთ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა გა­მო­კი­თხვა და მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტეს­მა ნა­წილ­მა თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, რომ პე­კინ­ზე იყოს ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა. თან­და­თან უკვე შე­ივ­სო ქა­ლა­ქი და მოძ­რა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა, თუ ასე გაგ­რძელ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 6 დღე­ში მი­ვი­ღებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და დავ­ტო­ვებთ პე­კი­ნის ქუ­ჩას ცალ­მხრივს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა გაკეთდა პეკინის ქუჩაზე - ნახეთ, როგორია 3-თვიანი რეაბილიტაციის შედეგები

რა გაკეთდა პეკინის ქუჩაზე - ნახეთ, როგორია 3-თვიანი რეაბილიტაციის შედეგები

რამდენიმე დღეში პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. პროცესი, რომელსაც თბილისის მერმა "ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი" უწოდა, სამ თვეს გაგრძელდა და ამ ხნის მანძილზე თქვენ თავადვე იყავით მომსწრე როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები. ბევრ მოქალაქეს, განსაკუთრებით მძღოლებს დისკომფორტიც შეუქმნა ქალაქის ერთ-ერთ მთავარი ქუჩაზე თვეების მანძილზე მოძრაობის პარალიზებამ.

რა გაკეთდა სამ თვეში პეკინის ქუჩაზე, როგორი იქნება რეაბილიტირებული ქუჩა და დარჩება თუ არა ცალმხრივი - "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა ისაუბრა.

იხილეთ გადაცემის ვიდეოვერსია სრულად

- თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 10 სექტემბრისთვის დასრულდება. როდის გაიხსნება სრულად გზა?

- გზის სავალი ნაწილი თითქმის დასრულებულია, 100-მეტრიანი მონაკვეთი დარჩა და  დილისთვის დასრულდება ეს სამუშაოები, სრულად ვართ გადართული ტროტუარების კეთებაზე. მარცხენა მხარეს დღეს ეს სამუშაოებიც დასრულდება და უკვე შშმ პირების გადასასვლელის სამუშაოებს დავიწყებთ, რისთვისაც სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება. პარალელურად გაგრძელდება მარჯვენა მხარეს ტროტუარების მოწყობა, თავდაპირველად მოეწყობა ავტობუსის გაჩერებები, დასრულდება ტროტუარის მშენებლობა და შემდეგ დაიგება წითელი ასფალტი, რომელიც იქნება განკუთვნილი ველოსიპედით გადაადგილებისთვის. მოეწყობა ორმხრივი ველობილიკი, ასევე მოეწყობა "ბას ლეინები" (ავტობუსის ხაზები), რომელსაც დაახლოებით ათი დღის ვადაში დახაზავს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. ამის შემდეგ სრულად იქნება საშუალება, აღდგეს მოძრაობა.

- პროექტის მიხედვით, პეკინის ქუჩის არა მხოლოდ მიწისქვეშა ნაწილი, ტროტუარებიც სრულიად სახეცვლილი იქნება. კონკრეტულად რა სამუშაოები ჩატარდა და როგორი იქნება ქუჩის საბოლოო სახე?

- ამ გზის რეაბილიტაცია ბოლოს 1953-1955 წლებში მოხდა, დიდი სამუშაოები გასწია "ჯვპ"-მ. მთლიანად შეიცვალა 400-იანი და 160-იანი წყლის მილები და სანაცია მოხდა 1000-იან მილზე. დაახლოებით 400-მეტრიანი კანალიზაციის გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა, ძირითადი სირთულის სწორედ ეს სამუშაოები იყო.

ამასთან, ჩვენ მოვაწყობთ თანამედროვე ტიპის, შშმ პირებისთვის გადასასვლელებს, ასევე ავტობუსის გაჩერებებზეც იქნება იგივე მოწყობილი, გაკეთდება ახალი გაჩერებები, ხეების ირგვლივ მოეწყო ახალი ცხაურები და წყლის დამცლელები დამონტაჟდა. გამწვანების სამსახური გააგრძელებს მუშაობას, დაიდგმება ყვავილების ქოთნები და სკამები. შეიძლება ითქვას, მოქალაქეები სრულიად ახალ პეკინის ქუჩას მიიღებენ.

- მთავარი შეკითხვა, რაც ახლა მოქალაქეებს აწუხებთ, არის ის, დარჩება თუ არა პეკინის ქუჩა ცალმხრივი. რას იტყვით ამის შესახებ?

- ჩვენ პროექტის დაწყებამდე დავთვალეთ მოძრაობა თუ რამდენი მანქანა მოძრაობს პეკინის ქუჩაზე, როდესაც შევხედეთ, რომ ახლა არსებულმა მოძრაობის ნაკადებმა კარგად იმუშავა, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა გამოკითხვა და მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა თანხმობა განაცხადა, რომ პეკინზე იყოს ცალმხრივი მოძრაობა. თანდათან უკვე შეივსო ქალაქი და მოძრაობა ჯერჯერობით არ შეფერხებულა, თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით 6 დღეში მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და დავტოვებთ პეკინის ქუჩას ცალმხრივს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი