91 წლის ასაკში მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა

91 წლის ასაკში მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა

კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი კოტე თოლორაია 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი ავრცელებს:

"არაჩვეულებრივი კაცი, საოცრად თბილი და სიკეთით სავსე, ბატონი კოტე თოლორაია გარდაიცვალა" - წერს რეჟისორი ფეისბუქის პირად გვერდზე. მსახიობის გარდაცვალების გაამო მწუხარებას გამოთქვამს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე: "არაჩვეულებრივი პიროვნება და კარგი არტისტი კოტე თოლორაია გარდაიცვალა " - წერს წულუკიძე.

მსახიობი 1926 წელს დაიბადა. გადაღებულია ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი"; " ადამიანთა სევდა"; "მაცი ხვიტია"; "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და სხვ.

კოტე თოლორაია ქართული თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობზე, თამარ სხირტლაძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ - "ღიმილის ბიჭი" თაზო თოლორაია, რომელიც რამდენიმე წლის წინ უკურნებელი სენით გარდაიცვალა.

მსახიობის პანაშვიდი გაიმართება 8-9 სექტემბერს ქავთარაძის 17 ნომერში, გამოსვენება კვირას, ეკლესიიდან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი