სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი" - რას ამბობს კაბუ დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე... საფრანგეთში ცხოვრებაზე?
"ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი" - რას ამბობს კაბუ დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე... საფრანგეთში ცხოვრებაზე?

თით­ქმის სა­ა­თი ვი­სა­უბ­რეთ - წარ­სულ­ზე, დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე, ნარ­კო­ტი­კებ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, კი­დევ ბევრ რა­მე­ზე... 2 წე­ლია, კაბუ, იგი­ვე კახა აბუ­აშ­ვი­ლი, საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. ამ­ბობს, რომ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დში დგო­მით, შეძ­ლო და გა­მო­იც­ვა­ლა, იმ­კურ­ნა­ლა, უკვე რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რაც ჩა­წე­რა და გეგ­მე­ბიც და­სა­ხა.

- კაბუ, რა იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბის მი­ზა­ნი?

- ვიმ­კურ­ნა­ლე. არ მიყ­ვარს ამა­ზე სა­უ­ბა­რი. მინ­და რა­ღაც პე­რი­ო­დი ჩემი წარ­სუ­ლი­დან სა­ერ­თოდ არ გა­ვიხ­სე­ნო. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა პა­ა­ტა ახა­ლა­ძემ წა­მო­მიყ­ვა­ნა საფ­რან­გეთ­ში და ძა­ლი­ან მომ­ხე­და. მას­თან ერ­თად სხვა აქა­ურ­მა ქარ­თვე­ლებ­მაც. ამ­დენ ხალ­ხს თუ ვუყ­ვარ­დი, არ მე­გო­ნა.

- რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ერთი დუ­ე­ტი ჩავ­წე­რე, მალე კი­დევ რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რას ჩავ­წერ. აქა­ურ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად კლუ­ბურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ვგეგ­მავ.

- ჩა­მოს­ვლას აპი­რებთ?

- ჯერ არა. ჩემი შვი­ლე­ბი მე­ნატ­რე­ბი­ან, გიო 15-ისაა, კესო - 13-ის. ორი­ვეს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი აქვს. კე­სუ­ნა სცე­ნის­კენ მი­ი­წევს. გი­ორ­გის ქი­რურ­გო­ბა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა, არ ვიცი, მო­ინ­დო­მა და მი­დის მიზ­ნის­კენ.

- ნარ­კო­ტი­კე­ბის პრობ­ლე­მა ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა. თქვენ ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი იყა­ვით, რო­მე­ლიც სხვებ­ზე მე­ტად ჩან­დით და ხში­რად ხდე­ბო­დით გან­სჯის სა­გა­ნი.

- შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო ჰე­რო­ი­ნო­ბა­ნა. მერე ამათ­მაც გა­შა­ლეს ფრთე­ბი, ფუ­ლე­ბი აკე­თეს ჯიგ­რებ­მა გა­ყიდ­ვი­თაც, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლე­ბი­თაც და ჯა­რი­მე­ბი­თაც.

ადა­მი­ა­ნი რომ რა­ღა­ცა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა, მერე ძნე­ლია მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა.

მეს­მის, რომ სე­ნია, სირ­ცხვი­ლია, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში რა დროს ნემ­სია, მაგ­რამ ეგრე დაგ­ვე­მარ­თა, ვი­საც მიდ­რე­კი­ლე­ბაც კი არ ჰქონ­დათ, იმა­თაც და­ე­მარ­თათ.

მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმას ვმღე­რო­დი, ფუ, რა ცუ­დია წა­მა­ლი-მეთ­ქი და უცებ გა­ვი­ხე­დე, ერთ დი­ლა­საც ზუს­ტად ისე­თი აღ­მოვ­ჩნდი, ვი­საც სიმ­ღე­რებ­ში დავ­ცი­ნო­დი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი" - რას ამბობს კაბუ დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე... საფრანგეთში ცხოვრებაზე?

"ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი" - რას ამბობს კაბუ დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე... საფრანგეთში ცხოვრებაზე?

თითქმის საათი ვისაუბრეთ - წარსულზე, დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე, ადამიანებზე, კიდევ ბევრ რამეზე... 2 წელია, კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი, საფრანგეთში გაემგზავრა. ამბობს, რომ კეთილი ადამიანების გვერდში დგომით, შეძლო და გამოიცვალა, იმკურნალა, უკვე რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა და გეგმებიც დასახა.

- კაბუ, რა იყო საქართველოდან გამგზავრების მიზანი?

- ვიმკურნალე. არ მიყვარს ამაზე საუბარი. მინდა რაღაც პერიოდი ჩემი წარსულიდან საერთოდ არ გავიხსენო. ჩემმა მეგობარმა პაატა ახალაძემ წამომიყვანა საფრანგეთში და ძალიან მომხედა. მასთან ერთად სხვა აქაურმა ქართველებმაც. ამდენ ხალხს თუ ვუყვარდი, არ მეგონა.

- რას საქმიანობთ?

- ერთი დუეტი ჩავწერე, მალე კიდევ რამდენიმე სიმღერას ჩავწერ. აქაურ ქართველებთან ერთად კლუბურ საქმიანობასაც ვგეგმავ.

- ჩამოსვლას აპირებთ?

- ჯერ არა. ჩემი შვილები მენატრებიან, გიო 15-ისაა, კესო - 13-ის. ორივეს ძალიან ლამაზი თვალები აქვს. კესუნა სცენისკენ მიიწევს. გიორგის ქირურგობა აქვს გადაწყვეტილი, საიდან მოიტანა, არ ვიცი, მოინდომა და მიდის მიზნისკენ.

- ნარკოტიკების პრობლემა ქართველი ახალ­გაზრდებისთვის უცხო არ ყოფილა. თქვენ ერთ-ერთი მაგალითი იყავით, რომელიც სხვებზე მეტად ჩანდით და ხშირად ხდებოდით განსჯის საგანი.

- შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო ჰეროინობანა. მერე ამათმაც გაშალეს ფრთები, ფულები აკეთეს ჯიგრებმა გაყიდვითაც, ფსიქოტროპულებითაც და ჯარიმებითაც.

ადამიანი რომ რაღაცაზე დამოკიდებული ხდება, მერე ძნელია მისგან თავის დაღწევა.

მესმის, რომ სენია, სირცხვილია, 21-ე საუკუნეში რა დროს ნემსია, მაგრამ ეგრე დაგვემართა, ვისაც მიდრეკილებაც კი არ ჰქონდათ, იმათაც დაემართათ.

მე მთელი ცხოვრება იმას ვმღეროდი, ფუ, რა ცუდია წამალი-მეთქი და უცებ გავიხედე, ერთ დილასაც ზუსტად ისეთი აღმოვჩნდი, ვისაც სიმღერებში დავცინოდი.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება