სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეთა ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნით, ხანძარი დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტების განზრახ აალებას უნდა გამოეწვია
"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეთა ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნით, ხანძარი დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტების განზრახ აალებას უნდა გამოეწვია

"ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის, ფრი­დონ სი­ხუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ირ­კვე­ვა, რომ მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გან­ზრახ აა­ლე­ბას უნდა გა­მო­ეწ­ვია. ამის შე­სა­ხებ ფრი­დონ სი­ხუ­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ცოტა ხნის წინ გა­ეც­ნო . ამას­თან, რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა გან­მარ­ტა, საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ჩანს, რომ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და­ცუ­ლი არ იყო.

"საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან, რაც ჩანს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად არის ის, რომ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხე­ო­ბის წე­სე­ბი და­ცუ­ლი არ იყო. ამა­ზე ჩვენ, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვსა­უბ­რობ­დით. ეს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი, რომ იქ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხე­ო­ბის წე­სე­ბი არ იყო და­ცუ­ლი. ახლა უკვე გა­ვე­ცა­ნი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას. ექ­სპერ­ტი პირ­და­პირ სა­უბ­რობს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 83-დან 90 კგ-მდე ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­ზე უნდა მომ­ხდა­რი­ყო გან­ზრახ ცე­ცხლის წა­კი­დე­ბა, რომ ამ მას­შტა­ბის ხან­ძა­რი გა­მო­ეწ­ვია - ამა­ზე ექ­სპერ­ტი­ზა სუბ­რობს. იქ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და­ცუ­ლი არ იყო. და­ცუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მსა­გავ­სი რამ არ მოხ­დე­ბო­და, დაც­ვაც შე­ტყო­ბი­ნე­ბას თა­ვის დრო­ზე მი­ი­ღებ­და და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბაც მოხ­დე­ბო­და. ამი­ტომ ის, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცია ვალ­დე­ბუ­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი ჰქო­ნო­და და­ცუ­ლი, ეს ექ­სპერ­ტი­ზის მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია’’, - გა­ნა­ცხა­და ფრი­დონ სი­ხუ­აშ­ვილ­მა.

"ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში" ხან­ძა­რი 2017 წლის იან­ვრის ბო­ლოს გაჩ­ნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეთა ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნით, ხანძარი დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტების განზრახ აალებას უნდა გამოეწვია

"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეთა ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნით, ხანძარი დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტების განზრახ აალებას უნდა გამოეწვია

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მასშტაბური ხანძარი სავაჭრო ობიექტზე დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტების განზრახ აალებას უნდა გამოეწვია. ამის შესახებ ფრიდონ სიხუაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნას ცოტა ხნის წინ გაეცნო . ამასთან, როგორც უფლებადამცველმა განმარტა, საქმის მასალებიდან დადასტურებულად ჩანს, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო.

"საქმის მასალებიდან, რაც ჩანს დადასტურებულად არის ის, რომ სახანძრო უსაფრთხეობის წესები დაცული არ იყო. ამაზე ჩვენ, პირველივე დღიდან ვსაუბრობდით. ეს ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით არის გამყარებული, რომ იქ სახანძრო უსაფრთხეობის წესები არ იყო დაცული. ახლა უკვე გავეცანი ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტი პირდაპირ საუბრობს, რომ დაახლოებით 83-დან 90 კგ-მდე ნავთობპროდუქტებზე უნდა მომხდარიყო განზრახ ცეცხლის წაკიდება, რომ ამ მასშტაბის ხანძარი გამოეწვია - ამაზე ექსპერტიზა სუბრობს. იქ უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო. დაცული რომ ყოფილიყო, მსაგავსი რამ არ მოხდებოდა, დაცვაც შეტყობინებას თავის დროზე მიიღებდა და შესაბამისი რეაგირებაც მოხდებოდა. ამიტომ ის, რომ ადმინისტრაცია ვალდებული იყო უსაფრთხოების წესები ჰქონოდა დაცული, ეს ექსპერტიზის მიერ დადასტურებულია’’, - განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.

"ბავშვთა სამყაროში" ხანძარი 2017 წლის იანვრის ბოლოს გაჩნდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ