პროკურორი - დადგენილია იმ შესაძლო პირთა წრე, ვისგანაც გიორგი მამალაძეს შეიძლება ციანიდი ან ცეცხლსასროლი იარაღი შეეძინა

პროკურორი - დადგენილია იმ შესაძლო პირთა წრე, ვისგანაც გიორგი მამალაძეს შეიძლება ციანიდი ან ცეცხლსასროლი იარაღი შეეძინა

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა შორენა თეთრუაშვილის მოკვლის მიზნით შეიძინა ციანიდი და ასევე უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, სახელმწიფო ბრალდებას აქვს მოლოდინი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. პროკურორის შეფასებთ, ეს ერთადერთი ლოგიკური და კანონიერი გადაწყვეტილება იქნება.

რაც შეეხება ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეს, როგორც პროკურორმა განმარტა, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

„მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები იმის დასადგენად, თუ ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი, ჰყავდა თუ არა თანამზრახველები, ასევე ვისგან შეიძინა მან ცეცხლსასროლი იარაღი. დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეცნობება“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორის თქმით, გამოყოფილ საქმეზე დადგენილია იმ შესაძლო პირთა წრე, ვისგანაც შეიძლება შეეძინა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი ან ცეცხსასროლი იარაღი.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი