ეროვნული სტრატეგია დაფინანსების გარეშე - რატომ არ ასრულებს სახელმწიფო გეგმას, რომელიც ხანძრების პრევენციას ითვალისწინებს?

ეროვნული სტრატეგია დაფინანსების გარეშე - რატომ არ ასრულებს სახელმწიფო გეგმას, რომელიც ხანძრების პრევენციას ითვალისწინებს?

სანამ ხელისუფლება ტყის ხანძრებით მიყენებულ ზარალს ითვლის, საგამოძიებო უწყებები კი ხანძრის გაჩენის მიზეზებს იკვლევენ, კიდევ ერთი შეკითხვა ისმის: შეეძლო თუ არა ხელისუფლებას ცეცხლის ასეთი მასშტაბის თავიდან აცილება და რა უნდა გაეკეთებინა პრევენციისთვის? მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სტიქიასთან საბრძოლველად ქვეყნის "მაღალი ხარისხის მზადყოფნაში" მოსაყვანად სისტემური ცვლილებების გატარებას გეგმავს, მათ შორის - აღჭურვილობის განახლებასა და კრიზისების საბჭოს "შესაბამისობაში მოყვანას". უცნაურია, რომ გიორგი კვირიკაშვილს არსად უხსენებია მის მიერვე ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ღონისძიება, რომლებიც კატასტროფების, მათ შორის - ხანძრების რისკის შესამცირებლად უნდა გაატაროს ქვეყანამ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით, რომელსაც ხელს გიორგი კვირიკაშვილი აწერს, 2017-2020 წლებისთვის საქართველოს რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა. სტრატეგია შემუშავებულია შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით. დოკუმენტის შესავალში ვკითხულობთ, რომ ის განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე არსებული, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შემცირების ღონისძიებებს და ადგენს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე კი მომზადებულია სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, კონკრეტული ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დრო და დაფინანსების წყარო.

დოკუმენტით ირკვევა, რომ მისი ავტორები ამ სტრატეგიისა­ და მისი განხორციელების აუცილებლობას კარგად ხვდებოდნენ, რადგან მითითებულია, რომ უკანასკნელი წლების მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიური­ ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რიცხვი საშუალოდ 15%-ით, ხოლო სტიქიური გეოლოგიური მოვლენებისა - საშუალოდ 58%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, მომატებულია სტიქიით გამოწვეული ზარალიც. სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეულმა ზარალმა მხოლოდ 2015 წელს 389 მილიონი ლარი შეადგინა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი