სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა ზუგ­დი­დის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზუგ­დი­დის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია და ხელ­მო­წე­რე­ბი გუ­შინ წა­რად­გი­ნა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­კუ­მენ­ტა­ცია წეს­რიგ­შია და დღეს ან ხვალ სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა გან­კარ­გუ­ლე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ.

თა­ვად ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­თაც ზუგ­დი­დე­ლებს მი­მარ­თავს.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ვი­ღე, არ მო­სუ­ლა ერთ დღე­ში. თქვე­ნი მხრი­დან გა­მო­ჩე­ნილ­მა მხარ­და­ჭე­რამ გა­და­მად­გმე­ვი­ნა ეს ნა­ბი­ჯი. მინ­და, რომ მეტი გა­ვა­კე­თო ჩემი ქა­ლა­ქის­თვის, ჩემი ზუგ­დი­დე­ლე­ბის­თვის, იმ ამომ­რჩე­ვე­ლის­თვის, რო­მე­ლიც 21 ოქ­ტომ­ბერს ზუგ­დი­დის მერს აირ­ჩევს. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხე­ლი­სუფ­ლო პო­ზი­ცია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. თუკი იქ­ნე­ბა ამომ­რჩევ­ლი­სა­გან ჩემი ზუგ­დი­დის მე­რად არ­ჩე­ვის ნება, ხალ­ხის არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად და მხარ­და­ჭე­რით, შევ­ძლებ მეტი ვიშ­რო­მო და ვიზ­რუ­ნო ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­ში, თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ კენ­ჭი ვი­ყა­რო ზუგ­დი­დის მე­რის პოსტზე, და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­და­ტად. ვერ დაგ­პირ­დე­ბით იმას, რის გა­კე­თე­ბა­საც ვერ შევ­ძლებ, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ჩემი მხრი­დან იქ­ნე­ბა და­დე­ბუ­ლი, ის აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. მე მო­ვალ ყვე­ლა თქვენ­გან­თან, მო­ვის­მენ, რა გჭირ­დე­ბათ უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თვის, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის­თვის, ზუგ­დი­დის მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, ერ­თად ვაქ­ცი­ოთ ოც­ნე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად, რე­ა­ლო­ბად, რო­მე­ლიც ძლი­ე­რი მო­მა­ვა­ლის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა", - წერს სი­ჭი­ნა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ზვიად სიჭინავამ შესაბამისი დოკუმენტაცია და ხელმოწერები გუშინ წარადგინა. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტაცია წესრიგშია და დღეს ან ხვალ სავარაუდოდ გამოცემული იქნება განკარგულება რეგისტრაციის შესახებ.

თავად ზვიად სიჭინავა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ზუგდიდელებს მიმართავს.

"გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არ მოსულა ერთ დღეში. თქვენი მხრიდან გამოჩენილმა მხარდაჭერამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. მინდა, რომ მეტი გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, ჩემი ზუგდიდელებისთვის, იმ ამომრჩეველისთვის, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდის მერს აირჩევს. არაერთხელ მითქვამს, რომ მერის თანამდებობა არ არის პოლიტიკური. ნებისმიერი სახელისუფლო პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას უნდა ემსახურებოდეს. თუკი იქნება ამომრჩევლისაგან ჩემი ზუგდიდის მერად არჩევის ნება, ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად და მხარდაჭერით, შევძლებ მეტი ვიშრომო და ვიზრუნო ჩემს მშობლიურ ქალაქზე. სწორედ ამიტომ, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, თავს უფლებას მივცემ კენჭი ვიყარო ზუგდიდის მერის პოსტზე, დამოუკიდებელ კანდიდატად. ვერ დაგპირდებით იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ, თუმცა ნებისმიერი პირობა, რომელიც ჩემი მხრიდან იქნება დადებული, ის აუცილებლად იქნება შესრულებული. მე მოვალ ყველა თქვენგანთან, მოვისმენ, რა გჭირდებათ უკეთესი ცხოვრებისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ზუგდიდის მეტად განვითარებისთვის. ვფიქრობ, ერთად ვაქციოთ ოცნებები რეალობად, რეალობად, რომელიც ძლიერი მომავალის შექმნის საფუძველი გახდება", - წერს სიჭინავა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."