ლიკანში ტორფი იწვის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ადგილზე ღია ცეცხლის კერები არ არის და მხოლოდ დაკვამლიანება შეინიშნება.
ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი რჩება, რომლებიც მიმდინარე პროცესს დააკვირდებიან და ხანძრის ღია კერის აღმოჩენის შემთხვევაში ცეცხლს ჩააქრობენ.