სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტეხასის შტატში ხელოვნური რეზერვუარი და ტბა ნაპირებიდან გადმოდის
ტეხასის შტატში ხელოვნური რეზერვუარი და ტბა ნაპირებიდან გადმოდის

წყლის ხე­ლოვ­ნუ­რი რე­ზერ­ვუ­ა­რი, რო­მე­ლიც ტე­ხა­სის შტატ­ში, ქა­ლაქ ჰი­უს­ტო­ნი­დან 30 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს, გა­და­ივ­სო და არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ირ­გვლივ მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბე­ბი დატ­ბო­როს.

"ფოქ­სნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყა­ლი 36 მეტ­რის სი­მაღ­ლის მქო­ნე კაშ­ხა­ლი­დან უკვე გად­მო­დის. მსგავ­სი ფაქ­ტი არა­სო­დეს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, - აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. თუმ­ცა, მისი თქმით, ეს პრო­ცე­სი ნელა მიმ­დი­ნა­რე­ობს და წყა­ლი მაღ­ლა ეტა­პობ­რი­ვად იწევს.

ამავდრო­უ­ლად, მე­ზო­ბელ ოლ­ქში - ბრა­ზო­რი­ა­ში ტბა კო­ლამ­ბია გად­მო­ვი­და. ამას­თან და­კა­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ნა­პი­რო ზო­ლის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ამას­თან, ქა­რიშ­ხლის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ ტე­ხა­სის შტატ­ში, ქა­ლაქ კორ­პუს-კრის­ტში აშშ პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ჩა­ვი­და. ის ნგრე­ვის მას­შტა­ბებს ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა. ამის შე­სა­ხებ The New York Times იუ­წყე­ბა.

დო­ნალდ ტრამპმა ორ­შა­ბათს ლუ­ი­ზი­ა­ნას შტატ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რად­გან შტორ­მი "ჰარ­ვი" ტე­ხა­სი­დან სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბა.

ტე­ხა­სის შტატს ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი "ჰარ­ვი" შა­ბათს და­ა­ტყდა თავს, რაც ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ას 14 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

ქა­ლაქ ჰი­უს­ტო­ნის მე­რის სილ­ვეს­ტერ თერ­ნე­რის თქმით, დრო­ე­ბი­თი გან­თავ­სე­ბის ცენ­ტრებ­სა და თავ­შე­საფ­რებ­ში, ამ დრო­ის­თვის, ექ­ვსი ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ტეხასის შტატში ხელოვნური რეზერვუარი და ტბა ნაპირებიდან გადმოდის

ტეხასის შტატში ხელოვნური რეზერვუარი და ტბა ნაპირებიდან გადმოდის

წყლის ხელოვნური რეზერვუარი, რომელიც ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, გადაივსო და არსებობს საშიშროება, რომ ირგვლივ მდებარე დასახლებები დატბოროს.

"ფოქსნიუსის" ინფორმაციით, წყალი 36 მეტრის სიმაღლის მქონე კაშხალიდან უკვე გადმოდის. მსგავსი ფაქტი არასოდეს დაფიქსირებულა, - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი. თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს და წყალი მაღლა ეტაპობრივად იწევს.

ამავდროულად, მეზობელ ოლქში - ბრაზორიაში ტბა კოლამბია გადმოვიდა. ამასთან დაკაშირებით ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო ზოლის დატოვებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ქარიშხლისგან დაზარალებულ ტეხასის შტატში, ქალაქ კორპუს-კრისტში აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავიდა. ის ნგრევის მასშტაბებს ადგილზე გაეცნობა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

დონალდ ტრამპმა ორშაბათს ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან შტორმი "ჰარვი" ტეხასიდან სწორედ ამ მიმართულებით მიემართება.

ტეხასის შტატს ძლიერი ქარიშხალი "ჰარვი" შაბათს დაატყდა თავს, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. ამ დროისთვის სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქ ჰიუსტონის მერის სილვესტერ თერნერის თქმით, დროებითი განთავსების ცენტრებსა და თავშესაფრებში, ამ დროისთვის, ექვსი ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"