"ენერგო-პრო ჯორჯია" - ბაკურიანში ავარიის ლიკვიდაცია კომპანიამ მალევე მოახერხა, თუმცა უცნობია, რატომ გახანგრძლივდა საბაგიროს შეფერხებით მუშაობა ბაკურიანში, ერთ-ერთი კერძო სამშენებლო კომპანია აწარმოებდა ველობილიკის სამშენებლო სამუშაოებს, რომლის დროსაც სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში დაფიქსირდა ავარია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, სამშენებლო კომპანიის ტექნიკამ დაუდევრად დააზიანა სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიწისქვეშა კაბელი.
"აღნიშნულ სამშენებლო კომპანიასთან სს "ენერგო-პრო ჯორჯია" მოახდენს სასამართლო დავის ინიცირებას, შექმნილი შეფერხების გამო.
ავარიის ლიკვიდაცია კომპანიამ მალევე მოახერხა და რამდენიმე წუთში აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება დიდველის საბაგიროს მკვებავ კაბელზე. შესაბამისად, უცნობია, თუ რატომ გახანგრძლივდა საბაგიროს შეფერხებით მუშაობა", - აღნიშნულია ენერგოკომპანიის ინფორმაციაში.