სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფოტოები ბაკურიანიდან: როგორ ჩამოდიან ტურისტები ფეხით დიდველიდან, საბაგიროს გათიშვის შემდეგ
ფოტოები ბაკურიანიდან: როგორ ჩამოდიან ტურისტები ფეხით დიდველიდან, საბაგიროს გათიშვის შემდეგ

მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა სა­ბა­გი­რო­დან, რო­მე­ლიც ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის შე­წყვე­ტის გამო გა­ი­თი­შა, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ხალ­ხის სა­ბა­გი­რო­ე­ბი­დან ჩა­მოყ­ვა­ნა მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მოხ­და.

ამას­თან, მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი, ვინც სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტამ­დე მან­ქა­ნით თა­ვად კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ფე­ხით ჩა­მო­ვი­და, რის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­საც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"ავა­რია მოხ­და სა­ბა­გი­როს ქსელ­ში ანუ მათ აქვთ თა­ვი­ან­თი ქსე­ლი, თა­ვი­ან­თი ქვე­სად­გუ­რი­დან გა­მა­ვა­ლი კა­ბე­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, მათ ქსელ­შია პრობ­ლე­მა და არა "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" ქსელ­ში. გარ­და ამი­სა, მათ აქვთ სა­რე­ზერ­ვო კვე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

მათი ცნო­ბით, სა­ბა­გი­როს "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას­გან" ელექტრო­ე­ნერ­გია მი­ე­წო­დე­ბა.

ბა­კუ­რი­ან­ში, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვის გამო სა­ბა­გი­რო­ე­ბი გა­ი­თი­შა, რის გა­მოც დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ნა­წი­ლი გონ­დო­ლებ­ში დარ­ჩა და გად­მოს­ვლას ვერ ახერ­ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფოტოები ბაკურიანიდან: როგორ ჩამოდიან ტურისტები ფეხით დიდველიდან, საბაგიროს გათიშვის შემდეგ

ფოტოები ბაკურიანიდან: როგორ ჩამოდიან ტურისტები ფეხით დიდველიდან, საბაგიროს გათიშვის შემდეგ

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ყველა საბაგიროდან, რომელიც ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო გაითიშა, დამსვენებლები ჩამოყვანილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, ხალხის საბაგიროებიდან ჩამოყვანა მაშველების დახმარებით მოხდა.

ამასთან, მათივე განმარტებით, ისინი, ვინც სურვილი გამოთქვეს, დასახლებულ პუნქტამდე მანქანით თავად კომპანიის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს, თუმცა დამსვენებლების ნაწილი ფეხით ჩამოვიდა, რის ამსახველ ფოტოებსაც თვითმხილველები ავრცელებენ.

"ავარია მოხდა საბაგიროს ქსელში ანუ მათ აქვთ თავიანთი ქსელი, თავიანთი ქვესადგურიდან გამავალი კაბელი და სავარაუდოდ, პირველადი მონაცემებით, მათ ქსელშია პრობლემა და არა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში. გარდა ამისა, მათ აქვთ სარეზერვო კვება", - განაცხადეს "ენერგო-პრო ჯორჯიას" პრესსამსახურში.

მათი ცნობით, საბაგიროს "ენერგო-პრო ჯორჯიასგან" ელექტროენერგია მიეწოდება.

ბაკურიანში, ელექტროენერგიის გათიშვის გამო საბაგიროები გაითიშა, რის გამოც დამსვენებლების ნაწილი გონდოლებში დარჩა და გადმოსვლას ვერ ახერხდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია