პრემიერი: "შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია"

პრემიერი: "შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია"

შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომში, რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, რამდენიმე დღის განმავლობაში შტაბი მაინც გააგრძელებს მუშაობას.

"შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი გააგრძელებს შემდეგი დღეების განმავლობაში მუშაობას", - განაცხადა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."