სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას ყვება ანაკლიაში დაღუპული გოგონას ახლობელი და რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დედამ შვილის სიკვდილამდე
რას ყვება ანაკლიაში დაღუპული გოგონას ახლობელი და რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დედამ შვილის სიკვდილამდე

აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა ტრა­გი­კულ­მა ცნო­ბამ იმის შე­სა­ხებ, რომ ანაკ­ლი­ა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით 21 წლის გო­გო­ნა, ნა­თია თა­ვარ­თქი­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

ნა­თია ანაკ­ლი­ა­ში ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ Gem Fest-ს, ეს­წრე­ბო­და, იქ სულ რა­ღაც 3 დღის გა­ტა­რე­ბას გეგ­მავ­და. 3 აგ­ვის­ტოს, 5-ის ნა­ხევ­რის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო ატ­ვირ­თა. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი ნარ­კო­ტი­კე­ბით მო­წამ­ლუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. 8-სა­ა­თი­ა­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

თიკო კო­ბა­ხი­ძე მხატ­ვა­რია. 27 ივ­ლისს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტი ატ­ვირ­თა, რო­მე­ლიც ასე და­ა­სა­თა­უ­რა: "კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მა­რი". და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მე­გობ­რებს კი კო­მენ­ტა­რე­ბით ასე აუხ­სნა: "აუ, გო­გო­ე­ბო, სა­ში­ნე­ლი სიზ­მა­რი იყო, პა­ტა­რა ფურ­ცელ­ზე რთუ­ლი გად­მო­სა­ცე­მია".

თიკო კო­ბა­ხი­ძის მე­გო­ბა­რი, მა­რი­კა ხი­დირ­ბე­გიშ­ვი­ლი ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ამ სიზ­მრის ნახ­ვის შემ­დეგ დედა შვილს სთხოვ­და, ანაკ­ლი­ა­ში არ წა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­და.

მა­რი­კა ხი­დირ­ბე­გაშ­ვი­ლი:

- ნა­თია ანაკ­ლი­ა­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვი­და. ისი­ნი ყვე­ბი­ან, რომ შე­ვიდ­ნენ ამ ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და კოქ­ტე­ი­ლი და­ლი­ეს. ამის მერე ბი­ჭე­ბი ცალ­კე ცეკ­ვავ­დნენ და გო­გო­ნე­ბი - ცალ­კე. ცოტა ხან­ში კი ნა­თია ვე­ღარ და­უ­ნა­ხავთ. 4 სა­ა­თი ეძებ­დნენ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­თი­ას ტე­ლე­ფონ­ზე უამ­რა­ვი მე­სი­ჯია შე­სუ­ლი - სად ხარო და პა­სუხს არ სცემ­და. არა­ვინ იცის, სად იყო ის 4 სა­ა­თი.

მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე იყო და იქვე მყოფ ვი­ღაც ბიჭს უთხრა, ცუ­დად ვარო. იქ მცხოვ­რე­ბი ყო­ფი­ლა ის ბიჭი, რო­მელ­მაც მა­შინ­ვე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხა. აქე­დან უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი ექი­მე­ბი ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებს და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ახლა ეს გა­უ­კე­თეთ და ახლა ის გა­უ­კე­თე­თო... რო­გორც მი­თხრეს, იქი­დან პა­სუ­ხობ­დნენ, სძი­ნავს და ძილ­ში გა­მო­ვაო. თუ სის­ხლში რა­ღაც ჰქონ­და, რო­გორ გა­მო­ვი­დო­და ძილ­ში! ეს მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვია. შე­იძ­ლე­ბა არც არის მარ­თა­ლი და მარ­თლაც ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნეს ექი­მებ­მა. 4 აგ­ვის­ტოს, დღის 12 სა­ა­თის­თვის გარ­და­იც­ვა­ლა.

- ეჭვი გაქვთ, რომ იმ კოქ­ტე­ილ­ში იყო გა­რე­უ­ლი ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ლია?

- მათ ბი­ძაშ­ვილს, ნინო კო­ბა­ხი­ძეს, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­შია ნა­მუ­შე­ვა­რი, იმ დღეს­ვე უთხრეს, რომ კოქ­ტე­ილ­ში იყო ჩას­ხმუ­ლი ნარ­კო­ტი­კი "ბიო" და ამ სა­ხით მი­ი­ღო ნა­თი­ამ. ამ ანა­ლი­ზის პა­სუ­ხიც მი­ი­ღო. არ ვიცი, ნა­თი­ას მე­გობ­რე­ბის კოქ­ტე­ილ­შიც იყო თუ არა ეს "ბიო" გა­რე­უ­ლი, მაგ­რამ ეს ბავ­შვი შე­ე­წი­რა. ამ ფეს­ტი­ვა­ლი­დან 40 ადა­მი­ა­ნი გა­და­უყ­ვა­ნი­ათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ფაქ­ტია, რომ იქ ძა­ლი­ან სა­ში­ნე­ლი რა­ღაც ხდე­ბო­და.

- რამ­დე­ნი დღით იყო ნა­თია ანაკ­ლი­ა­ში წა­სუ­ლი?

- 3 დღით. მე­ო­რე დღეს კი გარ­და­იც­ვა­ლა. დე­და­მი­სი ყო­ველ წუთს ელა­პა­რა­კე­ბო­და, მუდ­მი­ვად იცო­და, სად იყო და რას აკე­თებ­და. ათას სი­სუ­ლე­ლეს წე­რენ, დე­დას ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცი­აო... ვერ გად­მოგ­ცემთ, რო­გო­რი დე­დაა თიკო, ერთი წა­მით არ მო­უ­ცი­ლე­ბია გვერ­დი­დან. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად გა­უშ­ვა და... წე­რენ, მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დედა ჰყავ­და და იმი­ტომ გა­მო­ცხად­და ეს გან­გა­შიო, რაც ტყუ­ი­ლია. თიკო პრე­მი­ე­რის აპა­რატ­ში ერთი რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლია. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნია, ხა­ტავს, წერს... გა­რეგ­ნო­ბით მუ­დამ გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალი იყო და შვი­ლე­ბიც - ასე­თი­ვე, ძა­ლი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.... ნა­თი­ას მამა 7 თვის წინ გუ­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. ნა­თი­ას ერთი და ჰყავს, გა­თხო­ვი­ლია და 9 თვის შვი­ლი ჰყავს. დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გოა, ყვე­ლას რომ უყ­ვარს, ისე­თი. ნა­თია ხომ, ვინც იც­ნობ­და, სა­ერ­თოდ ყვე­ლას უყ­ვარ­და.

- ნა­თი­ას დე­დას ამ უბე­დურ შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე "კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მა­რი" და­უ­ხა­ტავს. ხომ არ იცით, რა და­ე­სიზ­მრა?

- ამ შემ­თხვე­ვამ­დე ერთი კვი­რით ადრე ესიზ­მრა, თით­ქოს ნა­თი­ას­თან ერ­თად ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე იყო, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ლურ­ჯი ზღვა ყო­ფი­ლა. უცებ კი ზღვი­დან მყინ­ვა­რი­ვით სამ­კუ­თხე­დი ამო­სუ­ლა, რო­მე­ლიც წახ­ნა­გო­ვა­ნი ყო­ფი­ლა. თიკო ყვე­ბა, სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო და ხმე­ლე­თის­კენ რომ მო­ვი­ხე­დე, იქი­თაც იგი­ვე სუ­რა­თი იყოო.

ის სამ­კუ­თხე­დი და­იმ­სხვრა, გა­დაგ­ვი­ა­რა თავ­ზე და ფეხ­ზე რომ წა­მოვ­დე­ქი და მი­ვი­ხედ-მო­ვი­ხე­დე, ხალ­ხი აქეთ-იქით ეყა­რა, ზღვის ნა­პი­რი თევ­ზე­ბით იყო სავ­სე და ნა­თია არ­სად ჩან­და, დავ­რბო­დი და ვე­ძებ­დიო. ვი­თომ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი, მერე უკან წა­ვე­დი და ვყვი­რო­დი, ზღვამ დამ­ღუ­პა, ზღვამ დამ­ღუ­პა და ჯვარ­ზე მე­კი­და ხე­ლიო. თი­კოს უხ­ვეწ­ნია ნა­თი­ას­თვის, არ წახ­ვი­დეო... პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სით უყი­დია ნა­თი­ას ამ ფეს­ტი­ვა­ლის ბი­ლე­თი ფას­დაკ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ და, როცა დედა ეუბ­ნე­ბო­და, არ წახ­ვი­დეო, თურ­მე შე­უ­ვა­ლი სახე უხ­დე­ბო­და. მთე­ლი წელი უამ­რავ­ჯერ ულა­პა­რა­კი­ათ ამა­ზე, მაგ­რამ მტკი­ცედ ჰქო­ნია გა­და­წყვე­ტი­ლი იქ წას­ვლა...

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას ყვება ანაკლიაში დაღუპული გოგონას ახლობელი და რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დედამ შვილის სიკვდილამდე

რას ყვება ანაკლიაში დაღუპული გოგონას ახლობელი და რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დედამ შვილის სიკვდილამდე

აგვისტოს დასაწყისში მთელი საქართველო შეძრა ტრაგიკულმა ცნობამ იმის შესახებ, რომ ანაკლიაში ნარკოტიკების ინტოქსიკაციით 21 წლის გოგონა, ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა.

ნათია ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ს, ესწრებოდა, იქ სულ რაღაც 3 დღის გატარებას გეგმავდა. 3 აგვისტოს, 5-ის ნახევრისთვის, სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა. რამდენიმე საათში კი ნარკოტიკებით მოწამლული საავადმყოფოში მოხვდა. 8-საათიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თიკო კობახიძე მხატვარია. 27 ივლისს სოციალურ ქსელში საკუთარი ნახატი ატვირთა, რომელიც ასე დაასათაურა: "კოშმარული სიზმარი". დაინტერესებულ მეგობრებს კი კომენტარებით ასე აუხსნა: "აუ, გოგოებო, საშინელი სიზმარი იყო, პატარა ფურცელზე რთული გადმოსაცემია".

თიკო კობახიძის მეგობარი, მარიკა ხიდირბეგიშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სიზმრის ნახვის შემდეგ დედა შვილს სთხოვდა, ანაკლიაში არ წასულიყო, მაგრამ ვერაფერს გახდა.

მარიკა ხიდირბეგაშვილი:

- ნათია ანაკლიაში მეგობრებთან ერთად წავიდა. ისინი ყვებიან, რომ შევიდნენ ამ ფესტივალის ტერიტორიაზე და კოქტეილი დალიეს. ამის მერე ბიჭები ცალკე ცეკვავდნენ და გოგონები - ცალკე. ცოტა ხანში კი ნათია ვეღარ დაუნახავთ. 4 საათი ეძებდნენ. ამ დროის განმავლობაში ნათიას ტელეფონზე უამრავი მესიჯია შესული - სად ხარო და პასუხს არ სცემდა. არავინ იცის, სად იყო ის 4 საათი.

მერე აღმოჩნდა, რომ ზღვის სანაპიროზე იყო და იქვე მყოფ ვიღაც ბიჭს უთხრა, ცუდად ვარო. იქ მცხოვრები ყოფილა ის ბიჭი, რომელმაც მაშინვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. აქედან უკავშირდებოდნენ ჩვენი ახლობელი ექიმები ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმებს და ეუბნებოდნენ, ახლა ეს გაუკეთეთ და ახლა ის გაუკეთეთო... როგორც მითხრეს, იქიდან პასუხობდნენ, სძინავს და ძილში გამოვაო. თუ სისხლში რაღაც ჰქონდა, როგორ გამოვიდოდა ძილში! ეს მოყოლილი ამბავია. შეიძლება არც არის მართალი და მართლაც ყველაფერი იღონეს ექიმებმა. 4 აგვისტოს, დღის 12 საათისთვის გარდაიცვალა.

- ეჭვი გაქვთ, რომ იმ კოქტეილში იყო გარეული ნარკოტიკი, რომელიც ფესტივალის ტერიტორიაზე დალია?

- მათ ბიძაშვილს, ნინო კობახიძეს, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებშია ნამუშევარი, იმ დღესვე უთხრეს, რომ კოქტეილში იყო ჩასხმული ნარკოტიკი "ბიო" და ამ სახით მიიღო ნათიამ. ამ ანალიზის პასუხიც მიიღო. არ ვიცი, ნათიას მეგობრების კოქტეილშიც იყო თუ არა ეს "ბიო" გარეული, მაგრამ ეს ბავშვი შეეწირა. ამ ფესტივალიდან 40 ადამიანი გადაუყვანიათ საავადმყოფოში. ფაქტია, რომ იქ ძალიან საშინელი რაღაც ხდებოდა.

- რამდენი დღით იყო ნათია ანაკლიაში წასული?

- 3 დღით. მეორე დღეს კი გარდაიცვალა. დედამისი ყოველ წუთს ელაპარაკებოდა, მუდმივად იცოდა, სად იყო და რას აკეთებდა. ათას სისულელეს წერენ, დედას ყურადღება მიექციაო... ვერ გადმოგცემთ, როგორი დედაა თიკო, ერთი წამით არ მოუცილებია გვერდიდან. ცხოვრებაში პირველად გაუშვა და... წერენ, მაღალჩინოსანი დედა ჰყავდა და იმიტომ გამოცხადდა ეს განგაშიო, რაც ტყუილია. თიკო პრემიერის აპარატში ერთი რიგითი თანამშრომელია. უკეთილშობილესი ადამიანია, ხატავს, წერს... გარეგნობით მუდამ გამორჩეული ქალი იყო და შვილებიც - ასეთივე, ძალიან კეთილი ადამიანები არიან.... ნათიას მამა 7 თვის წინ გულით გარდაიცვალა. ნათიას ერთი და ჰყავს, გათხოვილია და 9 თვის შვილი ჰყავს. დაც არაჩვეულებრივი გოგოა, ყველას რომ უყვარს, ისეთი. ნათია ხომ, ვინც იცნობდა, საერთოდ ყველას უყვარდა.

- ნათიას დედას ამ უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე "კოშმარული სიზმარი" დაუხატავს. ხომ არ იცით, რა დაესიზმრა?

- ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ესიზმრა, თითქოს ნათიასთან ერთად ზღვის სანაპიროზე იყო, ძალიან ლამაზი ლურჯი ზღვა ყოფილა. უცებ კი ზღვიდან მყინვარივით სამკუთხედი ამოსულა, რომელიც წახნაგოვანი ყოფილა. თიკო ყვება, საშინელი სანახავი იყო და ხმელეთისკენ რომ მოვიხედე, იქითაც იგივე სურათი იყოო.

ის სამკუთხედი დაიმსხვრა, გადაგვიარა თავზე და ფეხზე რომ წამოვდექი და მივიხედ-მოვიხედე, ხალხი აქეთ-იქით ეყარა, ზღვის ნაპირი თევზებით იყო სავსე და ნათია არსად ჩანდა, დავრბოდი და ვეძებდიო. ვითომ თბილისში ჩამოვედი, მერე უკან წავედი და ვყვიროდი, ზღვამ დამღუპა, ზღვამ დამღუპა და ჯვარზე მეკიდა ხელიო. თიკოს უხვეწნია ნათიასთვის, არ წახვიდეო... პირველი ხელფასით უყიდია ნათიას ამ ფესტივალის ბილეთი ფასდაკლების პერიოდში რამდენიმე თვის წინ და, როცა დედა ეუბნებოდა, არ წახვიდეო, თურმე შეუვალი სახე უხდებოდა. მთელი წელი უამრავჯერ ულაპარაკიათ ამაზე, მაგრამ მტკიცედ ჰქონია გადაწყვეტილი იქ წასვლა...

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი