სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შს მინისტრი - ბორჯომის ხეობაში პრობლემა უახლოეს დღეებში გადაიჭრება
შს მინისტრი - ბორჯომის ხეობაში პრობლემა უახლოეს დღეებში გადაიჭრება

მი­უ­ვალ ტყე­ში, იქ, სა­დაც ტექ­ნი­კის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო გა­და­ად­გი­ლე­ბა, დღეს უკვე სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში სა­ხან­ძრო სა­მუ­შა­ო­ე­ბის თე­მა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მღებ­რიშ­ვი­ლის თქმით, დრო­უ­ლი იყო ასე­ვე სა­ხან­ძრო სა­მუ­შა­ო­ებ­ში და­მა­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჩარ­თვა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ხდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი კე­რე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა.

"წუ­ხან­დე­ლი შტა­ბის თათ­ბირ­ზე პრე­მი­ე­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დი­ლით შე­მოგ­ვე­მა­ტა 1000 კა­ცის ოდე­ნო­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 12 კი­ლო­მეტ­რამ­დე გზა გავ­ჭე­რით მი­უ­ვალ ტყე­ებ­ში. იქ, სა­დაც ტექ­ნი­კის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო გავ­ლა, დღეს სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ და კე­რე­ბამ­დე მი­ახ­ლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ. ასე­ვე ცო­ცხა­ლი ძა­ლის და­მა­ტე­ბა დაგ­ვჭირ­და იმი­ტომ, რომ ავი­ა­ცი­ის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დგომ ის კე­რე­ბი, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ნი­ლია, დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა. ჩვენ ინ­ტენ­სი­უ­რად ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ეს პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შს მინისტრი - ბორჯომის ხეობაში პრობლემა უახლოეს დღეებში გადაიჭრება

შს მინისტრი - ბორჯომის ხეობაში პრობლემა უახლოეს დღეებში გადაიჭრება

მიუვალ ტყეში, იქ, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გადაადგილება, დღეს უკვე სახანძრო მანქანები მუშაობენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში სახანძრო სამუშაოების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, დროული იყო ასევე სახანძრო სამუშაოებში დამატებით შეიარაღებული ძალების ჩართვა, რომელთა მეშვეობითაც ხდება კონკრეტული კერების დამუშავება.

"წუხანდელი შტაბის თათბირზე პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დილით შემოგვემატა 1000 კაცის ოდენობით თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა. ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა გავჭერით მიუვალ ტყეებში. იქ, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გავლა, დღეს სახანძრო მანქანები მუშაობენ და კერებამდე მიახლოების საშუალება აქვთ. ასევე ცოცხალი ძალის დამატება დაგვჭირდა იმიტომ, რომ ავიაციის ეფექტური მუშაობის შემდგომ ის კერები, რომელიც დარჩენილია, დაგვემუშავებინა. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს დღეებში ეს პრობლემა გადაჭრილი იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია