სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთს დასჭირდება, სირიის დღევანდელმა რეჟიმმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს
მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთს დასჭირდება, სირიის დღევანდელმა რეჟიმმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ თუ რუ­სეთს დას­ჭირ­დე­ბა, შე­საძ­ლოა სი­რი­ის დღე­ვან­დელ­მა რე­ჟიმ­მა აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­როს. რო­გორც არე­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სი­რი­ის დე­და­ქა­ლაქ და­მას­კო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რო­ბა­ში აფხა­ზე­თის "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის" სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, ასე­თი ვი­ზი­ტე­ბი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, რად­გან ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში რჩე­ბა რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა.

"რუ­სებს ყო­ველ­თვის შე­უძ­ლი­ათ ასე­თი რამ სხვა­საც გა­ა­კე­თე­ბი­ნონ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ქმე­დე­ბას სი­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად ხელ-ფეხი შეკ­რუ­ლი გვაქვს, რად­გან სი­რი­ის დღე­ვან­დე­ლი რე­ჟი­მი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ან თუნ­დაც მისი მე­გობ­რე­ბის პო­ზი­ცი­ას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თან უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ამ სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს რამ­დე­ნი­მე სხვა ქვე­ყა­ნაც, მათ შო­რის ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თიც. ასე­ვე, სი­რი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი აფხა­ზი ცხოვ­რობს და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რაც იგეგ­მე­ბა ამ ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას, რუ­სეთ­მა თუ მო­ინ­დო­მა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სი­რი­ის დღე­ვან­დელ­მა რე­ჟიმ­მა ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გას", - გა­ნა­ცხა­და არე­ში­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­რი­ის არა­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მმარ­თველ­მა ელი­ტამ აფხაზ სე­პა­რა­ტის­ტთა "სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს" დაურ კო­ვეს და­მას­კო­ში მა­ღალ დო­ნე­ზე უმას­პინ­ძლა.

და­მას­კოს რი­გით 59-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რო­ბა­ში, ოკუ­პი­რე­ბულ­მა აფხა­ზეთ­მა, 17-22 აგ­ვის­ტოს "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის" სტა­ტუ­სით მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს ბაზ­რო­ბა არა­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­ში 1954 წლი­დან ტარ­დე­ბა, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გამო 2011 წლის შემ­დეგ აღარ გა­მარ­თუ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთს დასჭირდება, სირიის დღევანდელმა რეჟიმმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთს დასჭირდება, სირიის დღევანდელმა რეჟიმმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთს დასჭირდება, შესაძლოა სირიის დღევანდელმა რეჟიმმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. როგორც არეშიძემ "ინტერპრესნიუსს" სირიის დედაქალაქ დამასკოში საერთაშორისო ბაზრობაში აფხაზეთის "დამოუკიდებელი ქვეყნის" სტატუსით მონაწილეობის შეფასებისას განუცხადა, ასეთი ვიზიტები საფრთხის შემცველია, რადგან ცნობიერებაში რჩება როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა.

"რუსებს ყოველთვის შეუძლიათ ასეთი რამ სხვასაც გააკეთებინონ. რაც შეეხება ჩვენს ქმედებას სირიასთან დაკავშირებით, ჩვენ პრაქტიკულად ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს, რადგან სირიის დღევანდელი რეჟიმი არავითარ შემთხვევაში არ გაითვალისწინებს საქართველოს ან თუნდაც მისი მეგობრების პოზიციას ამასთან დაკავშირებით. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს რამდენიმე სხვა ქვეყანაც, მათ შორის ჩვენი მეზობელი სომხეთიც. ასევე, სირიაში ძალიან ბევრი აფხაზი ცხოვრობს და თანამემამულეებთან შეხვედრაც იგეგმება ამ ფორუმის ფარგლებში. რაც შეეხება დამოუკიდებლობის აღიარებას, რუსეთმა თუ მოინდომა არ არის გამორიცხული სირიის დღევანდელმა რეჟიმმა ეს ნაბიჯი გადადგას", - განაცხადა არეშიძემ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სირიის არაბული რესპუბლიკის მმართველმა ელიტამ აფხაზ სეპარატისტთა "საგარეო საქმეთა მინისტრს" დაურ კოვეს დამასკოში მაღალ დონეზე უმასპინძლა.

დამასკოს რიგით 59-ე საერთაშორისო ბაზრობაში, ოკუპირებულმა აფხაზეთმა, 17-22 აგვისტოს "დამოუკიდებელი ქვეყნის" სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ეს ბაზრობა არაბულ რესპუბლიკაში 1954 წლიდან ტარდება, თუმცა სამოქალაქო ომის გამო 2011 წლის შემდეგ აღარ გამართულა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."