სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა მოხდა რეალურად გაჩიანში - რას ყვება ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი
რა მოხდა რეალურად გაჩიანში - რას ყვება ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

ყა­რა­ჯა­ლა­ში 22 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი ჯგუ­ფუ­რი წა­მე­ბი­სა და ცე­მის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი პი­რის ად­ვო­კა­ტის, და­რე­ჯან ბუ­ცხრი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი წა­ყე­ნე­ბულ ბრალს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს. იყე­ნებს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას, რაც ნიშ­ნავს, რომ არ აღი­ა­რებს კონ­კრე­ტულ ბრალს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას და­ვა­ყე­ნებთ სა­კითხს, რომ არა­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მის მი­მართ. მას უნ­დო­და მხო­ლოდ გა­ერ­კვია, რა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მის მე­უღ­ლეს­თან და გან­ზრა­ხუ­ლი არ ჰქონ­და ის ქმე­დე­ბა, რაც შე­რა­ცხეს. ეს გა­რე­გა­ნი ძა­ლე­ბის, იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ მოხ­და, რაც ვი­დე­ო­ში კარ­გა­დაა ასა­ხუ­ლი და ჩანს. ამას გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ჩვენც ვი­და­ვებთ და თა­ვა­დაც და­ი­ცავს თავს ჩვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით და შემ­დგომ უკვე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით უნდა წა­უ­ყე­ნოს მას ბრა­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალს არ აღი­ა­რებს. თუკი რამე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, შემ­დგომ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლის და მუხ­ლის შეც­ვლა­ზე ვი­და­ვოთ", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კატ­მა და­რე­ჯან ბუ­ცხრი­კი­ძემ.

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბუ­ლი ოთხი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი­დან, სა­მი­სათ­ვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე დღეს უნდა იმ­სჯე­ლოს. ერ­თის უფ­ლე­ბებს კერ­ძო ად­ვო­კა­ტი და­რე­ჯან ბუ­ცხრი­კი­ძე, ორი­სას კი სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტე­ბი - სოსო ჯა­მას­პიშ­ვი­ლი და გაგა მეშ­ვე­ლი­ა­ნი და­ი­ცა­ვენ.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 18:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, მო­სა­მარ­თლე ირი­ნა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი გა­ნი­ხი­ლავს.

22 აგ­ვის­ტოს, სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლის მკვიდ­რი 42 წლის მა­მა­კა­ცი 15-მდე თა­ნა­სოფ­ლელ­მა სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ე.წ. ვე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სას­ტი­კად სცე­მა, შემ­დეგ კი მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქტს 200-მდე ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებ­და თვალ­ყურს, რომ­ლე­ბიც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით ფო­ტო­ებს და ვი­დე­ოს იღებ­დნენ.

ამ ეტაპ­ზე და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბი კი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 144-ე პრი­მა მუხ­ლი­თაა აღ­ძრუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა მოხდა რეალურად გაჩიანში - რას ყვება ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

რა მოხდა რეალურად გაჩიანში - რას ყვება ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

ყარაჯალაში 22 აგვისტოს მომხდარი ჯგუფური წამებისა და ცემის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. იყენებს დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ არ აღიარებს კონკრეტულ ბრალს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას დავაყენებთ საკითხს, რომ არანაირი ღონისძიება არ იქნას გამოყენებული მის მიმართ. მას უნდოდა მხოლოდ გაერკვია, რა ურთიერთობაში იყო დაზარალებული მის მეუღლესთან და განზრახული არ ჰქონდა ის ქმედება, რაც შერაცხეს. ეს გარეგანი ძალების, იქ მყოფი ადამიანების მიერ მოხდა, რაც ვიდეოში კარგადაა ასახული და ჩანს. ამას გამოძიების ეტაპზე ჩვენც ვიდავებთ და თავადაც დაიცავს თავს ჩვენი მეშვეობით და შემდგომ უკვე გამოძიება თავად ჩამოყალიბდება, რა კვალიფიკაციით უნდა წაუყენოს მას ბრალი. ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, აქედან გამომდინარე, ბრალს არ აღიარებს. თუკი რამე გამოიკვეთება, შემდგომ ეტაპზე შეიძლება წაყენებული ბრალის და მუხლის შეცვლაზე ვიდავოთ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილიდან, სამისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს უნდა იმსჯელოს. ერთის უფლებებს კერძო ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე, ორისას კი სახაზინო ადვოკატები - სოსო ჯამასპიშვილი და გაგა მეშველიანი დაიცავენ.

სასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურის შუამდგომლობას წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, მოსამართლე ირინა ტყეშელაშვილი განიხილავს.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 42 წლის მამაკაცი 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს, რომლებიც მობილური ტელეფონებით ფოტოებს და ვიდეოს იღებდნენ.

ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, დანარჩენი პირები კი იდენტიფიცირებული არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე 144-ე პრიმა მუხლითაა აღძრული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ