რკინიგზის ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან

რკინიგზის ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან

საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში განთავსებულია ცენტრალური სადისპეტჩერო და მატარებელთა მოძრაობის მართვის ცენტრი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევამ შესძლოა გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება, - ამის შესახებ განცხადებას სს ”საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს. განცხადებითს მიხედვით, რკინიგზის ადმინისტრაცია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან და კარგად გაიაზრონ ის საფრთხე რომელიც არსებობს.

”საქართველოს რკინიგზის მიმართ დაგეგმილი პროვოკაციების სერია გრძელდება - რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება!

საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში განთავსებულია ცენტრალური სადისპეტჩერო და მატარებელთა მოძრაობის მართვის ცენტრი რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო და სამგზავრო მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებას. ჩვენ ვხედავთ პროვოკაციების სერიას რომელიც დაგეგმილია და ემსახურება რკინიგზის დისკრედიტაციას და საწარმოო პროცესის ჩაშლას, ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევამ შესძლოა გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან საქართველოს რკინიგზით ყოველდღიურად გადაადგილდება ათასობით ადამიანი და მათი უსაფრთხოდ გადაყვანა არის ჩვენი მთავარი მიზანი და საზრუნავი.

ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი დესტრუქციული მოქმედებები აქციის ორგანიზატორების მხრიდან.

რკინიგზის ადმინისტრაცია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან და კარგად გაიაზრონ ის საფრთხე რომელიც არსებობს”, - ნათქვამია ”საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი