ბოლო პერიოდში მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს ღვინის დეალკოჰოლიზება, ანუ უალკოჰოლო ღვინის წარმოება. სამეცნიერო ლიტერატურაში თანდათან იმატა კვლევებმა, რომლებიც უკავშირდება უალკოჰოლო ღვინის სასარგებლო თვისებებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრში უკვე არის გამოკვლევები, რომელთა თანახმადაც, ღვინოში ალკოჰოლის მოცილების შედეგად ფენოლური ნაერთების ჟანგვის საწინააღმდეგო პოტენციალი მნიშვნელოვნად მატულობს. დამცავი ფუნქცია განსაკუთრებით გააჩნია წითელ ღვინოს, ანტოციანების შემცველობის გამო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში წითელი ღვინის დეალკოჰოლირება თავისუფლად შეიძლება და მისი მარგებელი თვისებებიც შენარჩუნდება.