სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბიდონები შესაძლოა კვალის არევის მიზნით ყოფილიყო" - ექსპერტი დივერსიის ალბათობასა და უკრაინის ხანძრებთან კავშირზე
"ბიდონები შესაძლოა კვალის არევის მიზნით ყოფილიყო" - ექსპერტი დივერსიის ალბათობასა და უკრაინის ხანძრებთან კავშირზე

ბოლო დღე­ე­ბის უმ­თავ­რე­სი მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხან­ძრე­ბია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე ღიად სა­უბ­რობს დი­ვერ­სი­ის ალ­ბა­თო­ბა­ზე, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბებს აკ­თებს პო­ლი­ტი­კოს­თა ნა­წი­ლი. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს მარ­თლაც იყოს დი­ვერ­სია, ამა­ზე კო­მენ­ტა­რი ექ­სპერტს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ბე­სიკ ალა­დაშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- ჩემი აზ­რით, გა­მო­ძი­ე­ბამ 4 ძი­რი­თად ვერ­სი­ა­ზე უნდა იმუ­შა­ოს. პირ­ვე­ლი ვერ­სია ესაა - ბუ­ნებ­რი­ვი და სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა, მე­ო­რე - ტუ­რის­ტე­ბის ან ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მიერ შემ­თხვე­ვით გა­დაგ­დე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტის ნამ­წვი, დარ­ჩე­ნი­ლი კო­ცო­ნი და სხვა, ანუ და­უ­დევ­რო­ბა. მე­სა­მე ვერ­სი­ად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ვი­ხი­ლოთ ის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ არ იყო ტყისმჭრე­ლი ბრა­კო­ნი­ე­რე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი, და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით. და მხო­ლოდ მე­ო­თხე ვერ­სი­ად შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ დი­ვერ­სია, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნის მო­ქალ­ქე­ე­ბის მიერ იქნა მო­წყო­ბი­ლი ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც სხვა ქვეყ­ნისვთის მუ­შა­ო­ბენ ან უბ­რა­ლოდ, სა­ხელ­მწი­ფოს მტრე­ბი არი­ან. ყვე­ლა ვერ­სი­ას არ­სე­ბო­ბის თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა აქვს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ თით­ქმის ერთი თვეა ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლა წვი­მა, ყვე­ლა­ფე­რი გა­მომშრა­ლია და უმ­ცი­რე­სი ჩა­რე­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს აა­ლე­ბა.

- ხან­ძა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლად ანად­გუ­რებს ნივთმტკი­ცე­ბებს, თუ ეს მარ­თლაც დი­ვერ­სი­აა, რამ­დე­ნად მა­ღა­ლია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნოს სი­მარ­თლე?

- რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბენ­ზი­ნის ბი­დო­ნე­ბი, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ამის აღ­მო­ჩე­ნა უფრო და­მა­ეჭ­ვე­ბე­ლია, ვიდ­რე ის, რომ არ აღ­მო­ე­ჩი­ნათ, რად­გან შეგ­ნე­ბუ­ლად რომ გა­ე­ჩი­ნათ ხან­ძა­რი, რკი­ნის ბი­დო­ნე­ბით სი­ა­რულს არა­ვინ და­ი­წყებ­და, ვი­ნა­ი­დან პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბით ატა­ნი­ლი 4-5 ლიტ­რი ბენ­ზი­ნი სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და დიდ ფარ­თობ­ზე ცე­ცხლის გა­სა­ჩე­ნად და თა­ნაც კვა­ლიც გა­ნად­გურ­დე­ბო­და. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, ისიც, თუ რა ად­გი­ლას იდო ეს ბი­დო­ნე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, კვა­ლის არე­ვის მიზ­ნი­თაც ყო­ფი­ლი­ყო და­დე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შედ­გეს რუკა, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­დის და­ი­წყო ხან­ძა­რი, რო­გორ გან­ვი­თარ­და და სხვა. ზო­გა­დად, დი­ვერ­სი­ის ასე­თი ფაქ­ტე­ბი ის­ტო­რი­ას ახ­სოვს. შორს რომ არ წა­ვი­დეთ, 1812 წელს, ნა­პო­ლე­ონ­მა მოს­კო­ვი გა­დაწ­ვა, რათა მტერს თა­ვის და­საყ­რდე­ნი აღარ ჰქო­ნო­და. ამას "გა­დამ­წვა­რი ვე­ლის თე­ო­რი­ას" უწო­დე­ბენ. ასე იქ­ცე­ოდ­ნენ მონ­ღო­ლე­ბიც და სხვა დიდი დამ­პყრობ­ლე­ბიც.

- ხან­ძა­რია უკ­რა­ნა­შიც. უკ­რა­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ამის უკან რუ­სე­თი დგას, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ ხან­ძრის და ჩვენ­თან არ­სე­ბულ ხან­ძრე­ბის სე­რი­ას შო­რის რა­ი­მე კავ­ში­რი იყოს?

- ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის თქმა, რად­გან უკ­რა­ი­ნა რუ­სეთ­თან რე­ა­ლურ სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­შია, ორი­ვე მხა­რე ყვე­ლა­ფერს იყე­ნებს ამ ომის დროს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად სე­პა­რა­ტის­ტე­ბი მოქ­მე­დე­ბენ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩვენ არ ვართ სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხე­ლის და­დე­ბა ნა­ად­რე­ვი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­და­პირ კავ­შირს, ამა­ზე პა­სუ­ხი გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გას­ცეს.

- უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა?

- კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გვექ­ნე­ბა სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დე­ნად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა რე­სურ­სის თა­ვი­დან­ვე და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა, ასე­ვე ის­მის კი­თხვა, თუ რა­ტომ არ გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა ისეთ ვერ­ტმფრე­ნებს, რო­გო­რი­თაც ბე­ლო­რუ­სი დაგ­ვეხ­მა­რა (MI 26). ქვე­ყა­ნას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს სტრა­ტე­გია ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის. ეს ეხე­ბა რო­გორც ხან­ძარს, ისე სხვა სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებ­საც. კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია და ად­რინ­დელ­ზე გა­ცი­ლე­ბით ხში­რად ხდე­ბა სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვა­ლია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მომ­ზა­დე­ბუ­ლი დახ­ვდეს. გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან სტი­ქი­ას­თან თა­მა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია, უნდა იყოს სე­რი­ო­ზუ­ლი სტრა­ტე­გია, უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სი მომ­ზა­დე­ბა, ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვა, ამის­თვის უნდა გა­მო­ი­ყოს თან­ხე­ბი, რო­მე­ლიც, ბუ­ნებ­რი­ვია, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად უნდა და­ი­ხარ­ჯოს, თუმ­ცა ყო­ველ­გვა­რი ეკო­ნო­მი­ის გა­რე­შე.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

ფოტო: რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბიდონები შესაძლოა კვალის არევის მიზნით ყოფილიყო" - ექსპერტი დივერსიის ალბათობასა და უკრაინის ხანძრებთან კავშირზე

"ბიდონები შესაძლოა კვალის არევის მიზნით ყოფილიყო" - ექსპერტი დივერსიის ალბათობასა და უკრაინის ხანძრებთან კავშირზე

ბოლო დღეების უმთავრესი მოვლენა საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე არსებული ხანძრებია. საზოგადოება უკვე ღიად საუბრობს დივერსიის ალბათობაზე, მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკთებს პოლიტიკოსთა ნაწილი. რამდენად შესაძლებელია, ეს მართლაც იყოს დივერსია, ამაზე კომენტარი ექსპერტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ალადაშვილს ვთხოვეთ:

- ჩემი აზრით, გამოძიებამ 4 ძირითად ვერსიაზე უნდა იმუშაოს. პირველი ვერსია ესაა - ბუნებრივი და სტიქიური უბედურება, მეორე - ტურისტების ან ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ შემთხვევით გადაგდებული სიგარეტის ნამწვი, დარჩენილი კოცონი და სხვა, ანუ დაუდევრობა. მესამე ვერსიად აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის, რომ ეს ყველაფერი ხომ არ იყო ტყისმჭრელი ბრაკონიერების მიერ გაკეთებული, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით. და მხოლოდ მეოთხე ვერსიად შეგვიძლია განვიხილოთ დივერსია, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალქეების მიერ იქნა მოწყობილი ან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომლებიც სხვა ქვეყნისვთის მუშაობენ ან უბრალოდ, სახელმწიფოს მტრები არიან. ყველა ვერსიას არსებობის თანაბარი უფლება აქვს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თითქმის ერთი თვეა ქვეყანაში არ ყოფილა წვიმა, ყველაფერი გამომშრალია და უმცირესი ჩარევითაც შეიძლება მოხდეს აალება.

- ხანძარი, ფაქტობრივად, სრულად ანადგურებს ნივთმტკიცებებს, თუ ეს მართლაც დივერსიაა, რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ გამოძიებამ დაადგინოს სიმართლე?

- რამდენადაც ცნობილია, აღმოაჩინეს ბენზინის ბიდონები, სიმართლე რომ გითხრათ, ამის აღმოჩენა უფრო დამაეჭვებელია, ვიდრე ის, რომ არ აღმოეჩინათ, რადგან შეგნებულად რომ გაეჩინათ ხანძარი, რკინის ბიდონებით სიარულს არავინ დაიწყებდა, ვინაიდან პლასტმასის ბოთლებით ატანილი 4-5 ლიტრი ბენზინი სავსებით საკმარისი იქნებოდა დიდ ფართობზე ცეცხლის გასაჩენად და თანაც კვალიც განადგურდებოდა. გასათვალისწინებელია, ისიც, თუ რა ადგილას იდო ეს ბიდონები, შესაძლებელია, კვალის არევის მიზნითაც ყოფილიყო დადებული. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

აუცილებელია, შედგეს რუკა, სადაც ყველაფერი იქნება აღნიშნული როდის დაიწყო ხანძარი, როგორ განვითარდა და სხვა. ზოგადად, დივერსიის ასეთი ფაქტები ისტორიას ახსოვს. შორს რომ არ წავიდეთ, 1812 წელს, ნაპოლეონმა მოსკოვი გადაწვა, რათა მტერს თავის დასაყრდენი აღარ ჰქონოდა. ამას "გადამწვარი ველის თეორიას" უწოდებენ. ასე იქცეოდნენ მონღოლებიც და სხვა დიდი დამპყრობლებიც.

- ხანძარია უკრანაშიც. უკრანული მედია წერს, რომ ამის უკან რუსეთი დგას, ხომ არ შეიძლება ამ ხანძრის და ჩვენთან არსებულ ხანძრების სერიას შორის რაიმე კავშირი იყოს?

- ძალიან ძნელია ამის თქმა, რადგან უკრაინა რუსეთთან რეალურ საომარ ვითარებაშია, ორივე მხარე ყველაფერს იყენებს ამ ომის დროს, თუმცა ძირითადად სეპარატისტები მოქმედებენ. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ საომარ ვითარებაში და, აქედან გამომდინარე, ხელის დადება ნაადრევი იქნება. რაც შეეხება პირდაპირ კავშირს, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

- უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენად ეფექტურად შეიძლება შეფასდეს ჩვენი ხელისუფლების მუშაობა?

- კარგი იქნება, თუ გვექნება სრული ინფორმაცია, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ყველა რესურსის თავიდანვე და მაქსიმალურად გამოყენება, ასევე ისმის კითხვა, თუ რატომ არ გვაქვს შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ვერტმფრენებს, როგორითაც ბელორუსი დაგვეხმარა (MI 26). ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სტრატეგია ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლის. ეს ეხება როგორც ხანძარს, ისე სხვა სტიქიურ მოვლენებსაც. კლიმატური ცვლილებებია და ადრინდელზე გაცილებით ხშირად ხდება სტიქიური მოვლენები და ხელისუფლების ვალია, რომ ამ ყველაფერს მომზადებული დახვდეს. გასაანალიზებელია ყველაფერი, რადგან სტიქიასთან თამაში დაუშვებელია, უნდა იყოს სერიოზული სტრატეგია, უნდა იყოს შესაბამისი მომზადება, ტექნიკური აღჭურვა, ამისთვის უნდა გამოიყოს თანხები, რომელიც, ბუნებრივია, რაციონალურად უნდა დაიხარჯოს, თუმცა ყოველგვარი ეკონომიის გარეშე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ფოტო: რადიო "თავისუფლება"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე