თბილისში, მახათის მთის მიმდებარედ, დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებულ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ჯგუფი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მახათის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.