ბორჯომის ხეობაში, დავით ქაცარავა სამართალდამცველებმა ხანძრის ადგლიდან გაიყვანეს, რადგან ის სხვა მოხალისეებთან ერთად, მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიდა

ბორჯომის ხეობაში, დავით ქაცარავა სამართალდამცველებმა ხანძრის ადგლიდან გაიყვანეს, რადგან ის სხვა მოხალისეებთან ერთად, მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიდა

დავით ქაცარავას, რომელიც თანმხლებ მოხალისეებთან ერთად ბორჯომის ხეობაში მუშაობდა, ადგილის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ისინი მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიდნენ. ამის შესახებ ქაცარავამ თავადვე ისაუბრა ფეისბუქ-ლაივის საშუალებით.

ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქაცარავას გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მე-2 ნაწილით.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია