სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ირინა სარიშვილმა მეშვიდე შვილი აიყვანა
ირინა სარიშვილმა მეშვიდე შვილი აიყვანა

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი მეშ­ვი­დე შვი­ლის დედა გახ­და. მან ახ­ლა­ხან კი­დევ ერთი ბი­ჭუ­ნა იშ­ვი­ლა. ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ტყუ­პებ­თან როცა დავ­დი­ო­დი ბავ­შვთა სახ­ლში, იქ ერთი პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა იყო, 5 თვით გო­გო­ებ­ზე დიდი, მათ­სა­ვით მზის შვი­ლი. შე­ვე­დი თუ არა პირ­ვე­ლად მან გა­მი­ღი­მა და იმის მერე თვალს არ მა­შო­რებ­და, სულ მი­ღი­მო­და.

ჩემი გო­გო­ე­ბი მა­შინ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, სუს­ტე­ბი და თით­ქმის სულ ეძი­ნათ. სა­ნამ გა­იღ­ვი­ძებ­დნენ, სულ ამ პა­ტა­რა პრინცს ვე­თა­მა­შე­ბო­დი.

როცა გო­გო­ე­ბი სახ­ლში გა­მომ­ყავ­და, ფე­ხე­ბი უკან მრჩე­ბო­და... ცოტა გა­ცი­ე­ბუ­ლი­ვით იყო ჩემი მზის ბი­ჭუ­ნა და ვერც ჩა­ვე­ხუ­ტე წე­სი­ე­რად, ტყუ­პე­ბის­თვის რომ არ გა­და­მე­დო... ერთი ჩემ­თვის ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე, მე აქ მოვ­ბრუნ­დე­ბი და თუ კი­დევ აქ დამ­ხვდე­ბი...

რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ მე და ჩემი უფ­რო­სი ბიჭი ბავ­შვთა სახ­ლში წა­ვე­დით. გო­გო­ებს იმ­დე­ნი ტან­საც­მე­ლი და­უგ­როვ­დათ რომ შუ­ა­ზე გავ­ყა­ვით და იქ წა­ვი­ღეთ. შე­ვე­დი თუ არა, ის ბი­ჭუ­ნა ვი­კი­თხე. აღარ იყო ისე­თი მხი­ა­რუ­ლი რო­გორც ადრე. ხელ­შიც როცა ავიყ­ვა­ნე, ბევ­რად უფრო მო­დუ­ნე­ბუ­ლი იყო ვიდ­რე მა­შინ, როცა ვე­თა­მა­შე­ბო­დი. არა იმი­ტომ, რომ მოვ­ლა აკ­ლდა. ად­რეც მით­ქვამს და ეხ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ: არ ვიცი ადრე რა იყო, მაგ­რამ ეხლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­მზრდე­ლე­ბი არი­ან ბავ­შვთა სახ­ლში, ძა­ლი­ან უყ­ვართ ბავ­შვე­ბი და არა­ფერს აკ­ლე­ბენ. უბ­რა­ლოდ ყვე­ლა ბავ­შვს ჭირ­დე­ბა სახ­ლი, სხვა სით­ბო და უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი, რისი მი­ცე­მაც მხო­ლოდ მშო­ბელს შე­უძ­ლია. და­უ­ნის სინ­დრო­მი­ა­ნი ბავ­შვის­თვის კი, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზარ სით­ბოს გას­ცემს, ამ ყვე­ლა­ფერს სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. უდე­დოდ ისი­ნი იკე­ტე­ბი­ან სა­კუ­თარ თავ­ში, უკან მი­დი­ან და იფერ­ფლე­ბი­ან.

წა­მო­ვე­დი სახ­ლში გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი. მერე მისი და­ბა­დე­ბის დღე იყო და მი­ვე­დი. ეს დღე ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ. და როცა იქი­დან უკან ვბრუნ­დე­ბო­დი, უცებ ვიგ­რძე­ნი რომ სა­კუ­თარ შვილს ვტო­ვებ­დი იქ და სხვა შვი­ლებ­თან მივ­დი­ო­დი. უსა­ზი­ზღრე­სი, და­მან­გრე­ვე­ლი გრძნო­ბა, რო­მელ­მაც უც­ბად ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქვა და თა­ვის ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნა. გაქ­რა კი­თხვე­ბი: შევ­ძლებ? ვერ შევ­ძლებ? როცა ამის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შვი­ლის მი­ტო­ვე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რა თქმა უნდა, უნდა შევ­ძლო და შევ­ძლებ!

მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, დღეს, სულ მალე ჩვენს უკვე მარ­თლა დიდ ოჯახ­ში ჩემი მეშ­ვი­დე შვი­ლი – ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრე შე­მობ­რძან­დე­ბა!

სან­დრო 1 წლი­საა. ვერ და­დის. ვერ ლა­პა­რა­კობს. ხმა­საც იშ­ვი­ა­თად იღებს. უახ­ლო­ეს ხან­ში მას გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ვუ­ტა­რებთ ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვას, ყვე­ლა­ფერს და­ვა­ზუს­ტებთ და რისი მო­რე­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია და გვი­ან არ არის, ყვე­ლა­ფერს მო­ვე­რე­ვით! აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვე­რე­ვით, ჩვენ უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი ვართ და სულ ერ­თად ვიქ­ნე­ბით!

ჩემ­გან, ლუ­კას­გან, ირაკ­ლის­გან, სა­ბას­გან, ბარ­ბა­რეს­გან, მა­რი­ა­მის­გან, სან­დროს­გან და ჩემი პა­წა­წუ­ნა რი­ჟი­კა გი­ორ­გის­გან ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, ვინც გვერ­დით დაგ­ვიდ­გა და დაგ­ვეხ­მა­რა რომ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც დღეს ჩვენს ზე­იმს უერ­თდე­ბა და ჩვენ­თან ერ­თად უხა­რია პა­ტა­რა სან­დროს შე­მობ­რძა­ნე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში", - წერს სა­რიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ირინა სარიშვილმა მეშვიდე შვილი აიყვანა

ირინა სარიშვილმა მეშვიდე შვილი აიყვანა

ირინა სარიშვილი მეშვიდე შვილის დედა გახდა. მან ახლახან კიდევ ერთი ბიჭუნა იშვილა. ამის შესახებ ყოფილი პოლიტიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ტყუპებთან როცა დავდიოდი ბავშვთა სახლში, იქ ერთი პატარა ბიჭუნა იყო, 5 თვით გოგოებზე დიდი, მათსავით მზის შვილი. შევედი თუ არა პირველად მან გამიღიმა და იმის მერე თვალს არ მაშორებდა, სულ მიღიმოდა.

ჩემი გოგოები მაშინ პატარები იყვნენ, სუსტები და თითქმის სულ ეძინათ. სანამ გაიღვიძებდნენ, სულ ამ პატარა პრინცს ვეთამაშებოდი.

როცა გოგოები სახლში გამომყავდა, ფეხები უკან მრჩებოდა... ცოტა გაციებულივით იყო ჩემი მზის ბიჭუნა და ვერც ჩავეხუტე წესიერად, ტყუპებისთვის რომ არ გადამედო... ერთი ჩემთვის ჩავილაპარაკე, მე აქ მოვბრუნდები და თუ კიდევ აქ დამხვდები...

რამდენიმე ხნის შემდეგ მე და ჩემი უფროსი ბიჭი ბავშვთა სახლში წავედით. გოგოებს იმდენი ტანსაცმელი დაუგროვდათ რომ შუაზე გავყავით და იქ წავიღეთ. შევედი თუ არა, ის ბიჭუნა ვიკითხე. აღარ იყო ისეთი მხიარული როგორც ადრე. ხელშიც როცა ავიყვანე, ბევრად უფრო მოდუნებული იყო ვიდრე მაშინ, როცა ვეთამაშებოდი. არა იმიტომ, რომ მოვლა აკლდა. ადრეც მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ: არ ვიცი ადრე რა იყო, მაგრამ ეხლა არაჩვეულებრივი აღმზრდელები არიან ბავშვთა სახლში, ძალიან უყვართ ბავშვები და არაფერს აკლებენ. უბრალოდ ყველა ბავშვს ჭირდება სახლი, სხვა სითბო და უპირობო სიყვარული, რისი მიცემაც მხოლოდ მშობელს შეუძლია. დაუნის სინდრომიანი ბავშვისთვის კი, რომელიც უზარმაზარ სითბოს გასცემს, ამ ყველაფერს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. უდედოდ ისინი იკეტებიან საკუთარ თავში, უკან მიდიან და იფერფლებიან.

წამოვედი სახლში გულდამძიმებული. მერე მისი დაბადების დღე იყო და მივედი. ეს დღე ერთად გავატარეთ. და როცა იქიდან უკან ვბრუნდებოდი, უცებ ვიგრძენი რომ საკუთარ შვილს ვტოვებდი იქ და სხვა შვილებთან მივდიოდი. უსაზიზღრესი, დამანგრეველი გრძნობა, რომელმაც უცბად ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და თავის ადგილზე დააყენა. გაქრა კითხვები: შევძლებ? ვერ შევძლებ? როცა ამის ალტერნატივა შვილის მიტოვება აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, უნდა შევძლო და შევძლებ!

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს, სულ მალე ჩვენს უკვე მართლა დიდ ოჯახში ჩემი მეშვიდე შვილი – ბატონი ალექსანდრე შემობრძანდება!

სანდრო 1 წლისაა. ვერ დადის. ვერ ლაპარაკობს. ხმასაც იშვიათად იღებს. უახლოეს ხანში მას განმეორებით ჩავუტარებთ ყველა გამოკვლევას, ყველაფერს დავაზუსტებთ და რისი მორევაც შესაძლებელია და გვიან არ არის, ყველაფერს მოვერევით! აუცილებლად მოვერევით, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ვართ და სულ ერთად ვიქნებით!

ჩემგან, ლუკასგან, ირაკლისგან, საბასგან, ბარბარესგან, მარიამისგან, სანდროსგან და ჩემი პაწაწუნა რიჟიკა გიორგისგან ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვერდით დაგვიდგა და დაგვეხმარა რომ ერთად ვყოფილიყავით.

დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენს ზეიმს უერთდება და ჩვენთან ერთად უხარია პატარა სანდროს შემობრძანება ჩვენს ცხოვრებაში", - წერს სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"შენდობას ვითხოვ. იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს..." - უხამსი ფოტომონტაჟის გაზიარებისთვის მღვდელს მსახურება შეუჩერეს

"ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…" - რას წერს გია ხუხაშვილი "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელზე"?

"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს