სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა ვითარებაა ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრის შემდეგ
რა ვითარებაა ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრის შემდეგ

ის­ნის ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სას­ვლე­ლი ყვე­ლა კარი, სა­დაც გუ­შინ ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ლენ­ტი­თაა შე­მო­ღო­ბი­ლი. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ცერთ გა­რე­შე პირს არ უშ­ვე­ბენ.

ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე პი­რია შეკ­რე­ბი­ლი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ის­ნის ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებს ფლო­ბენ, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის არ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, და­ზი­ან­და თუ არა ხან­ძრის შე­დე­გად მათი მა­ღა­ზია. მათი გან­ცხა­დე­ბით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია იმ­ყო­ფე­ბა ის­ნის ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ის ყვე­ლა შე­სას­ვლელ­თან და შე­სა­ბა­მი­სად, მათ ად­გილ­ზე შეს­ვლის და მა­ღა­ზი­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ.

ისან­ში, მე­ო­რა­დი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხან­ძა­რი წუ­ხელ გაჩ­ნდა. ად­გილ­ზე 21 სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და და 100-ზე მეტი მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­წვა­რია 15 კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტი, სულ 1200 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბი. ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა ვითარებაა ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრის შემდეგ

რა ვითარებაა ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრის შემდეგ

ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა კარი, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, საპატრულო პოლიციის ლენტითაა შემოღობილი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ბაზრობის ტერიტორიაზე არცერთ გარეშე პირს არ უშვებენ.

ამ დროისთვის ადგილზე კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირია შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე კომერციულ ფართებს ფლობენ, თუმცა ამ დროისთვის არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, დაზიანდა თუ არა ხანძრის შედეგად მათი მაღაზია. მათი განცხადებით, საპატრულო პოლიცია იმყოფება ისნის ბაზრობის ტერიტორიის ყველა შესასვლელთან და შესაბამისად, მათ ადგილზე შესვლის და მაღაზიების დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ.

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100-ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი