ქართველი სამართალდამცველების წარმატება "მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე"

ქართველი სამართალდამცველების წარმატება "მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე"

შს სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ში, "მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017"-ზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში 14 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალია.

შსს-ს ინფორმაციით, გამარჯვებულ სპორტსმენ პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამინისტროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში "მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017"-ზე საქართველოს შს სამინისტროს 12 თანამშრომელმა სპორტის 6 სახეობაში - ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი და ცურვა - იასპარეზა.

ოქროსმედალოსნები: თავისუფალი სტილით ჭიდაობა - იოსებ ხუციშვილი, ლუკა კურტანიძე და ბელდუხ გავაშელიშვილი, ძალოსნობა - ლევან გილიგაშვილი და ვასილ მინდორაშვილი, ცურვა - გიორგი სამარღანიშვილი.

ვერცხლისმედალოსნები: ცურვა - გიორგი ბერძენიშვილი (4 ვერცხლის მედალი), კრივი - ედუარდ იმერლიშვილი, ძალოსნობა - კობა კობახიძე, ძიუდო - ნოდარ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, "მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა" აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში 7-16 აგვისტოს მიმდინარეობდა. აღნიშნული საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე, მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი