სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ქართველი ფეხბურთელის მეუღლე შეესწრო - "ახლაც შოკში ვარ... შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში ვიდექი"
ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ქართველი ფეხბურთელის მეუღლე შეესწრო - "ახლაც შოკში ვარ... შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში ვიდექი"

ბარ­სე­ლო­ნა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 13 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 32 კი და­შა­ვე­ბუ­ლია. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა 15 გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი ტუ­რის­ტულ ცენ­ტრში Las Ramblas-ზე მოხ­და, სა­დაც სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი ხალ­ხის მა­სა­ში შე­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის ვი­ნა­ო­ბა უკვე დად­გე­ნი­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უკვე გა­ავ­რცე­ლა "ცხე­ლი ხა­ზის" ნო­მე­რი - +34687661274. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ნო­მერ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­შა­ვე­ბის ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ შე­სუ­ლა.

ბარ­სე­ლო­ნა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ლაშა ჯა­კო­ბი­ას მე­უღ­ლე ქეთი ცი­მა­კუ­რი­ძე, რო­მე­ლიც მომ­ხდარ ტე­რაქტს თა­ვად შე­ეს­წრო. Ambebi.ge ქეთი ცი­მა­კუ­რი­ძეს ეს­პა­ნეთ­ში და­უ­კავ­შირ­და:

- მომ­ხდა­რის გამო ახ­ლაც შოკ­ში ვართ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 100 მეტრში ვი­დე­ქი, უცებ ატყდა ჩოჩ­ქო­ლი და ხმა­უ­რი, გა­რეთ რომ გა­ვე­დით, პა­ნი­კა იყო, ზუს­ტად 2 წუთ­ში მო­ვიდ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი. პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვცა. ვერ აგიხ­სნით უცებ რამ­დე­ნი რე­ა­ნო­მო­ბი­ლი, პო­ლი­ცია და ვერ­ტმფრე­ნე­ბი გაჩ­ნდა. ხალ­ხი კი­ო­და, პა­ნი­კა­ში იყო. რამ­ბლას მო­ე­და­ნი ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლია ბარ­სე­ლო­ნა­ში, აქ არის უამ­რა­ვი მა­ღა­ზია, სა­დაც სუ­ვე­რი­ნე­ბი იყი­დე­ბა. ავ­ტო­ბუ­სი სწო­რედ ამ ხალ­ხში შე­ვარ­და.

- ამ­ჟა­მად რა ვი­თა­რე­ბაა ად­გილ­ზე?

- მეტ­რო გა­ჩე­რე­ბუ­ლია, ქა­ლაქ­ში სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მია. თა­ვი­დან თქვეს, რომ 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, შემ­დეგ 15 და ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით 20 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის გამო შოკ­ში ვართ, ახლა ვეც­ნო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამ­ბო­ბენ, რომ ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ქართველი ფეხბურთელის მეუღლე შეესწრო - "ახლაც შოკში ვარ... შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში ვიდექი"

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ქართველი ფეხბურთელის მეუღლე შეესწრო - "ახლაც შოკში ვარ... შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში ვიდექი"

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 13 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავებულია. თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება 15 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. ტერორისტული აქტი ტურისტულ ცენტრში Las Ramblas-ზე მოხდა, სადაც სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. ავტომობილის მძღოლის ვინაობა უკვე დადგენილია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა "ცხელი ხაზის" ნომერი - +34687661274. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნულ ნომერზე საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

ბარსელონაში დასასვენებლად იმყოფება ქართველი ფეხბურთელის ლაშა ჯაკობიას მეუღლე ქეთი ციმაკურიძე, რომელიც მომხდარ ტერაქტს თავად შეესწრო. Ambebi.ge ქეთი ციმაკურიძეს ესპანეთში დაუკავშირდა:

- მომხდარის გამო ახლაც შოკში ვართ. შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში ვიდექი, უცებ ატყდა ჩოჩქოლი და ხმაური, გარეთ რომ გავედით, პანიკა იყო, ზუსტად 2 წუთში მოვიდნენ პოლიციელები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მისვლის საშუალება არ მოგვცა. ვერ აგიხსნით უცებ რამდენი რეანომობილი, პოლიცია და ვერტმფრენები გაჩნდა. ხალხი კიოდა, პანიკაში იყო. რამბლას მოედანი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია ბარსელონაში, აქ არის უამრავი მაღაზია, სადაც სუვერინები იყიდება. ავტობუსი სწორედ ამ ხალხში შევარდა.

- ამჟამად რა ვითარებაა ადგილზე?

- მეტრო გაჩერებულია, ქალაქში საგანგებო რეჟიმია. თავიდან თქვეს, რომ 2 ადამიანი დაიღუპა, შემდეგ 15 და ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარის გამო შოკში ვართ, ახლა ვეცნობით ინფორმაციას და ამბობენ, რომ ავტობუსის მძღოლიც დაკავებულია.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი