სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
The New Yorker - "სილქ როუდ ჯგუფმა" დიდი დაფინანსება მიიღო B.T.A ბანკისგან, რომელიც ბათუმის გარიგების დროს ჩაფლული იყო თაღლითობის საქმეში
The New Yorker - "სილქ როუდ ჯგუფმა" დიდი დაფინანსება მიიღო B.T.A ბანკისგან, რომელიც ბათუმის გარიგების დროს ჩაფლული იყო თაღლითობის საქმეში

ამე­რი­კულ­მა გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მო­ცე­მა The New Yorker-მა ადამ დე­ვიდსო­ნის სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "კი­თხვე­ბი არა­ვის და­უს­ვამს" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, დო­ნალდ ტრამ­პის ფირ­მა თა­ვის უცხო­ელ პარტნი­ო­რებს შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე ენდო. "შეც­დო­მა თუ სტრა­ტე­გია?" - წერს ავ­ტო­რი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო Trump Tower-ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ადა­მი­ანს უნდა და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ყა­ზა­ხი ოლი­გარ­ქე­ბის წრე­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, კერ­ძოდ, თე­მურ ყი­ლი­ბა­ევს - ყა­ხა­ზე­თის პრე­ზი­დენ­ტის ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვის სი­ძეს და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ახლო თა­ნა­მო­აზ­რეს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტა­ტი­ის ავ­ტო­რის აზ­რით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტსა და მის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს აქვთ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლი­თაც მათ დო­ნალდ ტრამ­პის და­შან­ტა­ჟე­ბა შე­უძ­ლი­ათ. "ყა­ზახ ბიზ­ნეს­მენს ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ი­სათ­ვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის იმი­ჯის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. იგი უნდა წარ­დგე­ნი­ლი­ყო რო­გორც ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბი­სა­კენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მა­ტო­რი, და­სავ­ლე­ლი ფი­ნან­სის­ტე­ბის მი­ზიდ­ვის მიზ­ნით", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 2012 წლის აპ­რი­ლი, როცა დო­ნალდ ტრამ­პი სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის "პო­ლი­ტი­კუ­რად მო­წყვლა­დი პე­რი­ო­დი" იყო: მისი ბრძო­ლა კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ პრაქ­ტი­კუ­ლად შე­წყდა, ხოლო "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბამ" და სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­მა და­ი­წყეს გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ფარ­თოდ გავ­რცელ­და "ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია".

ასეთ პი­რო­ბებ­ში მხო­ლოდ ცოტა და­სავ­ლე­ლი ინ­ვეს­ტო­რი ან რო­მე­ლი­მე ბრენ­დუ­ლი კომ­პა­ნია თუ იქ­ნე­ბო­და მზად კა­პი­ტა­ლის და­სა­ბან­დებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში. "პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რო­ბას კარ­გავ­და, დო­ნალდ ტრამ­პის ამო­ცა­ნას კი მისი რე­პუ­ტა­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნა წარ­მო­ად­გენ­და", - წერს The New Yorker.

რო­გორც სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, დო­ნალდ ტრამპს ფული კომ­პა­ნია Silk Road Group-მა გა­და­უ­ხა­და, თვით ეს კომ­პა­ნია ყა­ზა­ხურ­მა B.T.A. Bank-მა და­ა­ფი­ნან­სა, რო­მე­ლიც "გრან­დი­ო­ზულ სკან­დალ­ში მოხ­ვდა, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით"... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა bpn.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

The New Yorker - "სილქ როუდ ჯგუფმა" დიდი დაფინანსება მიიღო B.T.A ბანკისგან, რომელიც ბათუმის გარიგების დროს ჩაფლული იყო თაღლითობის საქმეში

The New Yorker - "სილქ როუდ ჯგუფმა" დიდი დაფინანსება მიიღო B.T.A ბანკისგან, რომელიც ბათუმის გარიგების დროს ჩაფლული იყო თაღლითობის საქმეში

ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემა The New Yorker-მა ადამ დევიდსონის სტატია, სათაურით: "კითხვები არავის დაუსვამს" გამოაქვეყნა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, დონალდ ტრამპის ფირმა თავის უცხოელ პარტნიორებს შემოწმების გარეშე ენდო. "შეცდომა თუ სტრატეგია?" - წერს ავტორი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველოში, ქალაქ ბათუმში სასტუმრო Trump Tower-ის მშენებლობაზე, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, იმ ადამიანს უნდა დაეფინანსებინა, რომელიც ყაზახი ოლიგარქების წრეებს მიეკუთვნებოდა, კერძოდ, თემურ ყილიბაევს - ყახაზეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრეს.

აქედან გამომდინარე, სტატიის ავტორის აზრით, რუსეთის პრეზიდენტსა და მის სპეცსამსახურებს აქვთ ისეთი ინფორმაცია, რომლითაც მათ დონალდ ტრამპის დაშანტაჟება შეუძლიათ. "ყაზახ ბიზნესმენს ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს სარეკლამო კამპანიისათვის, რომელიც საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. იგი უნდა წარდგენილიყო როგორც ბიზნესის ხელშეწყობისაკენ ორიენტირებული რეფორმატორი, დასავლელი ფინანსისტების მიზიდვის მიზნით", - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2012 წლის აპრილი, როცა დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვია, მიხეილ სააკაშვილისათვის "პოლიტიკურად მოწყვლადი პერიოდი" იყო: მისი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ პრაქტიკულად შეწყდა, ხოლო "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" და სხვა არასამთავრობოებმა დაიწყეს განცხადებების კეთება, რომ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა "ელიტური კორუფცია".

ასეთ პირობებში მხოლოდ ცოტა დასავლელი ინვესტორი ან რომელიმე ბრენდული კომპანია თუ იქნებოდა მზად კაპიტალის დასაბანდებლად საქართველოში. "პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოპულარობას კარგავდა, დონალდ ტრამპის ამოცანას კი მისი რეპუტაციის გადარჩენა წარმოადგენდა", - წერს The New Yorker.

როგორც სტატიაში ნათქვამია, დონალდ ტრამპს ფული კომპანია Silk Road Group-მა გადაუხადა, თვით ეს კომპანია ყაზახურმა B.T.A. Bank-მა დააფინანსა, რომელიც "გრანდიოზულ სკანდალში მოხვდა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით"... განაგრძეთ კითხვა bpn.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი