რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან პენსიონერების პენსიაზე ყოველთვიურად

რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან პენსიონერების პენსიაზე ყოველთვიურად

2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, 2016 წელს ასაკით პენსიონერებზე გაიცა 1 469 165 816 ლარი, წელს აგვისტოს ჩათვლით გაცემულია 1 048 839 326 ლარი. ყოველთვიურად გადარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 131 მილიონ ლარს.

საქართველოში თითოეულ მოქალაქეზე ასაკობრივი პენსია განისაზღვრება 180 ლარით, თუმცა 2016 წლის 1-ელი სექტემბრიდან, "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის გაიცემა ყოველთვიური დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით, ანუ ჯამში ისინი 216 ლარს იღებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი