სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
წინა თვესთან შედარებით, ივლისში საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა
წინა თვესთან შედარებით, ივლისში საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა

წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი 7 ლა­რი­თა და 10 თეთ­რით შემ­ცირ­და.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივ­ლის­ში შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ასა­კის მა­მა­კა­ცის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი 167.2 ლარს შე­ად­გენს. ივ­ნის­ში კი აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 174.3 ლარი იყო.

წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ასა­კის მა­მა­კა­ცის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი 10 ლა­რით და 60 თეთ­რით გაზ­რდი­ლია. 2016 წლის ივ­ლის­ში იგი­ვე მო­ნა­ცე­მი 156.6 ლარს შე­ად­გენ­და.

საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია სა­შუ­ა­ლო მომ­ხმა­რებ­ლი­სა (148.1 ლარი) და სა­შუ­ა­ლო ოჯა­ხის (280.4 ლარი) სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მე­ბი.

საქსტა­ტი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის მაჩ­ვე­ნებ­ლებს 2004 წლი­დან ან­გა­რი­შობს იმ მი­ნი­მა­ლუ­რი სა­სურ­სა­თო კა­ლა­თის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია და დად­გე­ნი­ლია "საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებ­სა და ენერ­გი­ა­ზე ორ­გა­ნიზ­მის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი­სა და სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის გან­სა­ზღვრი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­სურ­სა­თო კა­ლა­თის შე­მად­გენ­ლო­ბის ნორ­მე­ბი­სა და ნორ­მა­ტი­ვე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის 2003 წლის 8 მა­ი­სის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

წინა თვესთან შედარებით, ივლისში საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა

წინა თვესთან შედარებით, ივლისში საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა

წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 167.2 ლარს შეადგენს. ივნისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 174.3 ლარი იყო.

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 10 ლარით და 60 თეთრით გაზრდილია. 2016 წლის ივლისში იგივე მონაცემი 156.6 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში შემცირებულია საშუალო მომხმარებლისა (148.1 ლარი) და საშუალო ოჯახის (280.4 ლარი) საარსებო მინიმუმები.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი