სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კოკსაკის ვირუსი - პედიატრის რეკომენდაციები ბოლო დროს გვრცელებულ სენთან დაკავშირებით
კოკსაკის ვირუსი - პედიატრის რეკომენდაციები ბოლო დროს გვრცელებულ სენთან დაკავშირებით

ბოლო პე­რი­ოდ­ში გავ­რცელ­და ვირუ­სი, რო­მე­ლიც სიმპტო­მუ­რად ძა­ლი­ან ჰგავს ქონთრუ­შას. რო­გორ უნდა ამო­ვიც­ნოთ რას­თან გვაქვს საქ­მე, რამ­დე­ნად სა­ში­შია ვირუ­სი და რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი, ამის შე­სა­ხებ პე­დი­ატ­რი მა­ნა­ნა ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ენ­ტე­რო­ვირუ­სუ­ლი ჯგუ­ფის კოკ­სა­კის ვირუსს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ენ­ტე­რო­ვირუ­სუ­ლი ეგ­ზან­თე­მა - ანუ, ხელ-ფეხ-პი­რის ვირუ­სი. მას ძი­რი­თა­დად, ახა­სი­ა­თებს სე­ზო­ნუ­რო­ბა, თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც აქ­ტი­უ­რი იყოს.

- რო­გორ ხდე­ბა ვირუ­სის გა­და­ცე­მა?

- გა­და­ცე­მა ხდე­ბა ფე­კა­ლურ-ორა­ლუ­რი, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ან ვერ­ტი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მის გზით (დე­დი­დან ბავ­შვზე). ვირუ­სი ძი­რი­თა­დად ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­დის. მისი გავ­რცე­ლე­ბის პირ­ველ­წყა­რო ჭუ­ჭყი­ა­ნი გა­რე­მოა. გა­და­ცე­მა ძი­რი­თა­დად ხდე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, ბა­ღებ­ში, სკო­ლებ­ში. ვირუ­სის­გან თა­ვის დაც­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნით და სი­სუფ­თა­ვით.

- რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ვირუსს?

- არ­სე­ბობს ამ ვირუ­სის ქვეჯ­გუ­ფე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­ვას­ხვა კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ახა­სი­ა­თებს. მა­გა­ლი­თად: კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტით, სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­მო­ნა­ყა­რით, დი­ა­რე­ით, მე­ნინ­გი­ტით. კონ­კრე­ტულ ვირუსს, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ახა­სი­ა­თებს პი­რის ღრუ­ში, ლორ­წო­ვან­ზე, ენა­ზე, ხა­ხა­ზე და ლო­ყის შიგ­ნი­თა ზე­და­პირ­ზე ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი, 4-8 მმ-ის დი­ა­მეტ­რით. და­ა­ვა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ძი­რი­თა­დად და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით და მსუ­ბუ­ქად. ახა­სი­ა­თებს ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი ხე­ლის და ფე­ხის­გუ­ლებ­ზე, დი­ა­მეტ­რით 3-7 მმ. გა­მო­ნა­ყა­რი ძი­რი­თა­დად, 1 კვი­რა­ში ქრე­ბა. ახა­სი­ა­თებს ქა­ვი­ლი, და ხში­რად, გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც, რაც ძი­რი­თა­დად ქმნის პრობ­ლე­მას ქუნთრუ­შას­თან დი­ფი­რენ­ცი­რე­ბა­ში. ქუნთრუ­შა არის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია, ხა­სი­ათ­დე­ბა მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლო­ბით, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით, ძლი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით, გა­მო­ნა­ყა­რით. ქუნთრუ­შა გან­სხვავ­დე­ბა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კოკ­სა­კის ვირუს­გან, მისი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა და დი­აგ­ნოს­ტი­კა ექი­მის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კოკსაკის ვირუსი - პედიატრის რეკომენდაციები ბოლო დროს გვრცელებულ სენთან დაკავშირებით

კოკსაკის ვირუსი - პედიატრის რეკომენდაციები ბოლო დროს გვრცელებულ სენთან დაკავშირებით

ბოლო პერიოდში გავრცელდა ვირუსი, რომელიც სიმპტომურად ძალიან ჰგავს ქონთრუშას. როგორ უნდა ამოვიცნოთ რასთან გვაქვს საქმე, რამდენად საშიშია ვირუსი და როგორ უნდა დავიცვათ თავი, ამის შესახებ პედიატრი მანანა ნანობაშვილი გვესაუბრება.

- ენტეროვირუსული ჯგუფის კოკსაკის ვირუსს მიეკუთვნება ენტეროვირუსული ეგზანთემა - ანუ, ხელ-ფეხ-პირის ვირუსი. მას ძირითადად, ახასიათებს სეზონურობა, თუმცა, შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაშიც აქტიური იყოს.

- როგორ ხდება ვირუსის გადაცემა?

- გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური, რესპირატორული ან ვერტიკალური გადაცემის გზით (დედიდან ბავშვზე). ვირუსი ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე გადადის. მისი გავრცელების პირველწყარო ჭუჭყიანი გარემოა. გადაცემა ძირითადად ხდება დახურულ სივრცეში, ბაღებში, სკოლებში. ვირუსისგან თავის დაცვა შესაძლებელია ხელების ხშირი დაბანით და სისუფთავით.

- რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს?

- არსებობს ამ ვირუსის ქვეჯგუფები, რომლებსაც სხვავასხვა კლინიკური გამოვლინება ახასიათებს. მაგალითად: კონიუქტივიტით, სხვადასხვა ტიპის გამონაყარით, დიარეით, მენინგიტით. კონკრეტულ ვირუსს, რომელიც ამ ეტაპზეა გავრცელებული, ახასიათებს პირის ღრუში, ლორწოვანზე, ენაზე, ხახაზე და ლოყის შიგნითა ზედაპირზე ბუშტუკოვანი გამონაყარი, 4-8 მმ-ის დიამეტრით. დაავადება მიმდინარეობს ძირითადად დაბალი ტემპერატურით და მსუბუქად. ახასიათებს ბუშტუკოვანი გამონაყარი ხელის და ფეხისგულებზე, დიამეტრით 3-7 მმ. გამონაყარი ძირითადად, 1 კვირაში ქრება. ახასიათებს ქავილი, და ხშირად, გენერალიზებული მიმდინარეობაც, რაც ძირითადად ქმნის პრობლემას ქუნთრუშასთან დიფირენცირებაში. ქუნთრუშა არის ბაქტერიული ინფექცია, ხასიათდება მეტად აგრესიულობით, ტემპერატურის მატებით, ძლიერი ინტოქსიკაციით, გამონაყარით. ქუნთრუშა განსხვავდება ზემოთ აღნიშნული კოკსაკის ვირუსგან, მისი დიფერენცირება და დიაგნოსტიკა ექიმის პრეროგატივაა.

წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი