სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

რუსი ოლი­გარ­ქის, ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ნის­ტრმა "ავა­კოვ­თან" სა­უ­ბარ­ში აღი­ა­რა ის, რა­საც მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი: ყვე­ლა საქ­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ფაბ­რი­კა­ცი­აა და წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი Страна.ua-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი რუსი "პრან­კე­რის", "ლექ­სუ­სი­სა" და თით­ქოს­და სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის სა­უ­ბარს ასა­ხავს.

"ივა­ნიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ჩას­ვლის ეში­ნია, რამ­დე­ნა­დაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­მელ­საც უკვე საკ­მაო მა­სა­ლა აქვს ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­და­რებ­ლად ოლი­გარ­ქი­ულ ჩაგ­ვრას­თან, გა­მო­ვა ქუ­ჩა­ში და გახ­ვეტს მათ, რო­გორც კი თბი­ლის­ში გა­მოვ­ჩნდე­ბი. მაგ­რამ მე მაქვს უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნას და მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მოლ­დო­ვე­ლი და დო­ნეც­კე­ლი ოლი­გარ­ქე­ბის­გან", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ში, მის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

Страна.ua-მ გა­ავ­რცე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც, ცნო­ბი­ლი რუსი "პრან­კე­რი" ლექ­სუ­სი თით­ქოს­და სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილს, უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრ არ­სენ ავა­კო­ვის სა­ხე­ლით, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხზე ესა­უბ­რე­ბა. გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი ექ­სპრე­ზი­დენტს უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს და უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს სთხოვს, არ გად­მოს­ცენ ის სა­ქარ­თვე­ლოს. ამას­თან, ის ამ­ბობს, რომ ეს პო­ზი­ცია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, თა­ვის მხრივ, უარ­ყო, რომ მსგავ­სი სა­უ­ბა­რი შედ­გა.

წა­ი­კი­თხეთ: ალექ­სეი სტო­ლი­ა­რო­ვი ("ლექ­სუ­სი") - გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა არა­და­ცუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რით შიდა ინ­სტრუქ­ცია და­არ­ღვია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა "ავაკოვთან" საუბარში აღიარა ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა და წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც ცნობილი რუსი "პრანკერის", "ლექსუსისა" და თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის საუბარს ასახავს.

"ივანიშვილს საქართველოში ჩემი ჩასვლის ეშინია, რამდენადაც ქართველი ხალხი, რომელსაც უკვე საკმაო მასალა აქვს ჩემი მმართველობის შესადარებლად ოლიგარქიულ ჩაგვრასთან, გამოვა ქუჩაში და გახვეტს მათ, როგორც კი თბილისში გამოვჩნდები. მაგრამ მე მაქვს უახლოესი გეგმები, რომლებიც უკავშირდება უკრაინას და მის გათავისუფლებას მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერი" ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.

წაიკითხეთ: ალექსეი სტოლიაროვი ("ლექსუსი") - გიორგი მღებრიშვილმა არადაცული სატელეფონო კავშირით შიდა ინსტრუქცია დაარღვია

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."