რა ხდება "თბილისი მოლის" კარფურში - რატომ დაჯარიმდა სუპერმარკეტი?

რა ხდება "თბილისი მოლის" კარფურში - რატომ დაჯარიმდა სუპერმარკეტი?

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) "თბილისი მოლში" მდებარე "კარფურის" საწარმოში კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირა.

ინფორმაციას ამის შესახებ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

როგორც სეს-ის მიერ ცენტრისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, ჰიპერმარკეტის საწარმოში ჰიგიენის ზოგადი წესებით დადგენილი მოთხოვნები არ იყო დაცული.

"კრიტიკული შეუსაბამობის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით. საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროში კი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა,"- ვკითხულობთ წერილში.

"სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 68-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი გულისხმობს, ისეთი შეუსაბამობას, რომლის დროსაც ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი/ცხოველის საკვები აღმოჩენილია და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი