სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი სიგუა GEM fest-ის ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა - "... ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი"
გიორგი სიგუა GEM fest-ის ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა - "... ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი"

GEM FEST-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი სი­გუა ფეს­ტი­ვა­ლის ფი­ნან­სურ კრი­ზის­ზე ალა­პა­რაკ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­გუა მი­მარ­თვას "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, იგი ამ ეტაპ­ზე უცხო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა სი­გუა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"არ გა­მო­ვა რომ არ ვთქვა. ისე რო­გორც ბევ­რს აქვს ჩვენს წი­ნა­ში ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი , ასე­ვე ჩვენც გაგ­ვაჩ­ნია იგი­ვე, სხვე­ბის მი­მართ. არ გა­მოდ­გა ფი­ნას­ნუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ერ­თთვი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი და ეს პირ­ველ რიგ­ში იყო ჩემი მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნის შე­დე­გი. ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად დაგ­ვე­მა­ტა მრა­ვალ­ჯე­რა­დი ფორ­სმა­ჟო­რი : წვი­მი­ა­ნი, ქა­რიშ­ხლი­ა­ნი, სე­ტყვი­ან-შტორ­მი­ა­ნი და მე­ხი­ა­ნიც კი, (მე­ტე­ო­რი არ მოგ­ვხვედ­რია მხო­ლოდ ) ივ­ლი­სი. ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნი­დან 16 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში,სულ სამი-ოთხი დღე იყო მზი­ა­ნი… შემ­დეგ ტრა­გე­დია - ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მო­წამ­ვლე­ბი და შე­დე­გად,სა­ერ­თო ნერ­ვუ­ლი ფონი და ქმე­დე­ბე­ბი…

მო­დით პა­ტა­რა ზე­და­პი­რუ­ლი ფის­კა­ლუ­რი ანა­ლი­ზი გა­ვა­კე­თოთ

კვე­ბის და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი ვერ გვიხ­დი­ან იჯა­რის ფულს იმი­ტომ რომ არ აქვთ მუ­შა­ო­ბა, ჩვენც არ გვაქვს შე­მო­სა­ვა­ლი და ვერ ვიხ­დით ბევრ ვალს, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ, უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან… (სურ­ვი­ლის და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მზად ვართ გა­ვა­სა­ჯა­რო­ოთ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბის და ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, ასე­ვე შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ). ამ წუ­თა­საც ამ უცხო­ელ პრტნი­ო­რებ­თან ვიმ­ყო­ფე­ბი და ვცდი­ლობ სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო

რა არის გა­მო­სა­ვა­ლი? მხო­ლოდ ერთი, რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა და სა­მო­მავ­ლო მუ­შა­ო­ბის და­გეგ­მვა. რე­ა­ლო­ბა კი არის ის რომ მე პი­რა­დად და ჩემი გუნ­დი, არც ერთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ გა­ვურ­ბი­ვართ. ვგეგ­მავთ, გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სა­ი­და­ნაც სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს ყვე­ლა და­წყე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ვენ­დო­რით (მო­ა­ი­ჯა­რე), რო­მელ­მაც წელს ჩვენ­თან ერ­თად ირ­წმუ­ნა, ერთ თვი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა და ჩვენ­თან ერ­თად­ვე იზა­რა­ლა ფეს­ტი­ვა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. კარ­გად ავ­წონ-დავ­წო­ნით და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, გა­მო­ვა­ცხა­დებთ თუ სად, რამ­დე­ნი ხნით და რა ფორ­მით გა­ი­მარ­თე­ბა მო­მა­ვა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ისე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი იყოს ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სუ­რად რო­გორც ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­თვის, ისე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის,კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის და სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის, რო­მელ­თა წი­ნა­შეც არ­სე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ­სად გა­ვურ­ბი­ვართ და გა­რან­ტი­ას ვაძ­ლევთ ყვე­ლას, რომ ბოლო თეთ­რამ­დე გა­და­ვუხ­დით ყვე­ლა ვალს,ყვე­ლა სუ­ბი­ექტს და ობი­ექტს, თუ რა თქმა უნდა, ამ კრი­ზი­სის შე­დე­გად, გა­მოწ­ვე­უ­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე, ხელი არ შეგ­ვეშ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბა­ში და მოგ­ვე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, არა სა­ხელ­მწი­ფო არა­მედ, კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ით.

ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბი კი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ვერ გა­მარ­თლდა სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა, იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რომ­ლის გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბაც უკვე მი­დის გუნ­დის მიერ, თუ რა თქმა უნდა იქ­ნე­ბა ნება ყვე­ლა მხრი­დან,რომ იარ­სე­ბოს პრო­ექ­ტმა, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნემ", - წერს სი­გუა.

წა­ი­კი­თხეთ: GEM FEST-ის და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია ანაკ­ლი­ა­ში - რა ხდე­ბა ფეს­ტი­ვალ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი სიგუა GEM fest-ის ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა - "... ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი"

გიორგი სიგუა GEM fest-ის ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა - "... ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი"

GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფესტივალის ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სიგუა მიმართვას "ფეისბუქზე" ავრცელებს. როგორც ცნობილია, იგი  ამ ეტაპზე უცხოეთში იმყოფება. როდის დაბრუნდება სიგუა საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია.

"არ გამოვა რომ არ ვთქვა. ისე როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაში ფინანსური ვალდებულებები , ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე, სხვების მიმართ. არ გამოდგა ფინასნურად წარმატებული ერთთვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი : წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში,სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია - ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად,საერთო ნერვული ფონი და ქმედებები…

მოდით პატარა ზედაპირული ფისკალური ანალიზი გავაკეთოთ

კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს იმიტომ რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან… (სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გავასაჯაროოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი ხარჯების და ფინანსური ვალდებულებების, ასევე შემოსავლების შესახებ). ამ წუთასაც ამ უცხოელ პრტნიორებთან ვიმყოფები და ვცდილობ სიტუაციის დარეგულირებას.

იხილეთ ვიდეო

რა არის გამოსავალი? მხოლოდ ერთი, რეალობისთვის თვალის გასწორება და სამომავლო მუშაობის დაგეგმვა. რეალობა კი არის ის რომ მე პირადად და ჩემი გუნდი, არც ერთ ვალდებულებას არ გავურბივართ. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიებების ჩასატარებლად, საიდანაც სარგებელს მიიღებს ყველა დაწყებული არსებული ვენდორით (მოაიჯარე), რომელმაც წელს ჩვენთან ერთად ირწმუნა, ერთ თვიანი ფესტივალის სარგებლიანობა და ჩვენთან ერთადვე იზარალა ფესტივალის განმავლობაში. კარგად ავწონ-დავწონით და უახლოეს დღეებში, გამოვაცხადებთ თუ სად, რამდენი ხნით და რა ფორმით გაიმართება მომავალი პროექტები. ისე, რომ მაქსიმალურად მომგებიანი იყოს ეს ყველაფერი ფინანსურად როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის,კომპანიებისთვის და სტრუქტურებისთვის, რომელთა წინაშეც არსებულ ვალდებულებებს არსად გავურბივართ და გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ყველა ვალს,ყველა სუბიექტს და ობიექტს, თუ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგად, გამოწვეული რთული სიტუაციის ფონზე, ხელი არ შეგვეშლება მუშაობაში და მოგვეცემა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე კომერციულად მომგებიანი და მოკლევადიანი პროექტები განვახორციელოთ, არა სახელმწიფო არამედ, კერძო ინვესტიციით.

ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების მოლოდინები კი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ვერ გამართლდა საფესტივალო დღეების განმავლობაში, აუცილებლად რეალობად იქცევა, იმ ღონისძიებებზე, რომლის გეგმაზე მუშაობაც უკვე მიდის გუნდის მიერ, თუ რა თქმა უნდა იქნება ნება ყველა მხრიდან,რომ იარსებოს პროექტმა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონემ", - წერს სიგუა.

წაიკითხეთ: GEM FEST-ის დაცარიელებული ტერიტორია ანაკლიაში - რა ხდება ფესტივალზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს