ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახოესი დღეების ასტროლოგიური გავლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და რეკომენდაციებს გვაძლევს:
"ტრანზიტული მთვარე თევზებში
ამაღამ დაახლოებით 3 საათზე მთვარე მერწყულის ნიშანს დატოვებს და 11 აგვისტოს 10:22- მდე ნეპტუნის მიერ მართულ თევზებში იმოძრავებს და შესაბამისად ადამიანებში იმატებს ისეთი თვისებები, როგორიცაა ემოციურობა, თანაგრძნობა, ინტუიცია.
ამავდროულად ნეპტუნი ისეთი უარყოფითი შტრიხებითაც აღგვჭრუვავს, როგორიცაა საკუთარი თავისადმი სიბრალული, სიზარმაცე, პასიურობა, სხვათა გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევის ტენდენციები.
ვინაიდან ამ დღეებში იზრდება შეცდომების დაშვების ალბათობა, სჯობს, ნებისმიერი ქმედების წინასწარ კარგად გაანალიზება, საამისოდ ინტუიციის გამოყენებაც არაა ცუდი. შეეცადეთ, გაურკვეველ სიტუაციებს მაქსიმალურად აარიდოთ თავი. ზედმეტმა მგრძნობიარეობამ შესაძლოა ურთირთობაში გაუგებრობები წარმოქმნას, დიდია წყენი, გაბუტვის ალბათობა.
თუმცა ზოგადად, რომანტიული ურთიერთობებისათვის და სიყვარულისთვის მაინც სასიკეთო პერიოდია – ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა საკმაოდ ფაქიზი, სენტიმენტალური და რომანტიული იქნება. მაგრამ არაა გამორიცხული ილუზიების ტყვეობაშიც აღმოჩნდეთ.
ლამაზი ნივთების შეძენის დაუოკებელმა სურვილმა, შესაძლოა ფინანსურ გადახარჯვამდე მიგვიყვანოს. ასევე სჯობს მოვერიდეთ ფინანსური შეთანხმებების გაფორმებას.
არასასურველია: ფეხით ბევრი სიარული, ან ლაშქრობა, უარყოფით გავლენას მოახდენს ლკოჰოლური სასმელების დალევა. ასევე ერიდეთ მედიკამენტების თვითნებურ ან ზედმეტი დოზით მიღებას.
რეკომენდებულია: ხელოვნების ნებისმიერი სფეროსათვის დროის დათმობა, გაიხსენეთ მივიქწყებული ჰობი, იცეკვეთ, ხატეთ, იმღერეთ... ამ პერიოდში განსაკუთრებით გაუმართლებთ რეჟისორებს, მხატვრებს, მუსიკოსებს. კარგი პერიოდია ექსტრასენსორული უნარების გავარჯიშებისათვის, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტისათვის, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისათვის , ასევე ქველმოქმედებისათვის. შეგიძლიათ წამოიწყოთ სასამართლო პროცესები, მოლაპარაკებები ისეთ საქმიან სფეროში, რომლებიც სითხესთან ან თხევად პროდუქტებთან არის დაკავშირებული( გამაგრილებელი სასმელების ან ლუდის წარმოება, ნავთობპროდუქტები, აგრეთვე თევზის მრეწველობის სფერო)