ნარკოტიკული ნივთიერება, რომელმაც სავარაუდოდ GEM fest-ზე მყოფი რამდენიმე ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია - რა არის GHB?

ნარკოტიკული ნივთიერება, რომელმაც სავარაუდოდ GEM fest-ზე მყოფი რამდენიმე ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია - რა არის GHB?

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" იმ ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ წერს, რომელმაც სავარაუდოდ GEM fest-ზე მყოფი რამდენიმე ადამიანის მძიმე ინტოქსიკაცია გამოიწვია. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში GHB-ის მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე და რეკომენდაციებზეა საუბარი.

"ვრცელდება ინფორმაცია, GEM fest-ზე მყოფი რამდენიმე ადამიანის მძიმე ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ნივთიერება GHB-ით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მომატებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ვავრცელებთ მცირე ინფორმაციას ამ ნივთიერების, მის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების და აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ. GHB, იგივე [G, Georgia Home Boy, Juice] ტოქსიური პრეპარატია ზედოზირების მაღალი რისკებით. ის ცნს-ის დამთრგუნველი მოქმედებით გამოირჩევა და დოზის მცირე ცვლილებაც კი მძიმე ზედოზირების რისკს ქმნის, რის დროსაც ითრგუნება სასუნთქი სისტემა, შესაძლოა ადამიანი ჩავარდეს კომაში და/ან გარდაიცვალოს.

ზედოზირების ნიშნებია: გულყრა, კოორდინაციის დაკარგვა, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის დაცემა, შენელებული სუნთქვა და გულის ცემა, ცნობიერების დაკარგვა, კომა.

-არ მისცეთ GHB მიღებულ ადამიანს ჩაძინების შესაძლებლობა (რომც მოგეჩვენოთ, რომ ის ცუდად არ არის);

-თუ პირს დაეწყო პირღებინება და ამავდროულად ის უგონოდ არის ან ვერ მართავს საკუთარ სხეულს, გადააბრუნეთ ის მუცლით ქვემოთ, რომ ღებინებამ არ გამოიწვიოს ადამიანის დახრჩობა;

-არ მიიღოთ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად. მისი არევა ალკოჰოლთან, სტიმულანტებთან (MDMA, ექსტაზი, ამფეტამინი) ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებთან ზრდის ზედოზირების რისკს.

-არ დარჩეთ მარტო GHB-ის მოქმედების დროს;

-არ მიიღოთ GHB თუ გაწუხებთ გული, თირკმელი ან გაქვთ ეპილეფსიური შეტევები.

-კრუნჩხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატებს, მაგალითად დიაზეპამი (ვალიუმი), რომლებიც ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველები არიან, მაგრამ GHB-ის აგონისტებიც არიან და ამ უკანასკნელის მოქმედების გაუვნებელყოფა შეუძლიათ.

-ყველაზე მძიმე პერიოდი მიღებიდან 20-120 წუთის განმავლობაშია

#პრევენციისთვის #გავუფრთხილდეთერთმანეთს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს გამთენიისას, ანაკლიაში სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. 22 წლის ნათია თავართქილაძე მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მის გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა გოგონა დაიღუპა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 15 პაციენტი მოათავსეს. ამ დროისთვის მკურნალობას ერთი აგრძელებს, დანარჩენები კლინიკიდან უკვე გაწერეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი