8-9 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. შავი ზღვის სანაპირო ზოლში კი, 33-35 გრადუსი იქნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 6 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის მაღალმთიან რაიონებში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-40 გრადუსი იქნება, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი 28-33 გრადუსამდე.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 6 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-38 გრადუსი იქნება, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, რაც ტემპერატურაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს.