სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოთხ დღეში 5 პირი დააკავა განმუხურში - ამოღებულია "ექსტაზი" და "მდმა"
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოთხ დღეში 5 პირი დააკავა განმუხურში - ამოღებულია "ექსტაზი" და "მდმა"

შსს-ს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ზ. და 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ნ. ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გან­მუ­ხურ­ში და­ა­კა­ვეს.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ს.ზ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, 24 აბი ე.წ. "ექ­სტა­ზი" ამო­ი­ღეს. დ.ნ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას კი ამო­ღე­ბუ­ლია 14 აბი ე.წ. "ექ­სტა­ზი" და მუ­ყა­ოს ფირ­ფი­ტა, რო­მე­ლიც, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, 1,6547 გრამ "მდმა"-ს შე­ი­ცავს.

ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით).

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბოლო 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მუ­ხურ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 5 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოთხ დღეში 5 პირი დააკავა განმუხურში - ამოღებულია "ექსტაზი" და "მდმა"

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოთხ დღეში 5 პირი დააკავა განმუხურში - ამოღებულია "ექსტაზი" და "მდმა"

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. "ექსტაზი" ამოიღეს. დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. "ექსტაზი" და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ "მდმა"-ს შეიცავს.

ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ