სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ავღანეთში 26 წლის ქართველი სამხედრო დაიღუპა - დაშავებულია კიდევ სამი ჯარისკაცი
ავღანეთში 26 წლის ქართველი სამხედრო დაიღუპა - დაშავებულია კიდევ სამი ჯარისკაცი

ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში, ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თობ­ლი­ვი მო­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. შე­დე­გად, "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის II ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 23-ე ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი 26 წლის მდი­ნა­რი სა­ბას ძე ბე­ბი­აშ­ვი­ლი (23.10.1991) გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი ბე­ბი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2010 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და. ის ავ­ღა­ნეთ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლე­ბის (ISAF) მი­სი­ა­ში ორ­ჯერ - 2012 და 2014 წლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მი­ღე­ბუ­ლი აქვს მედ­ლე­ბი "სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის".

მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმი­სას ასე­ვე, და­შავ­და "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. მათ­გან ერ­თის, კა­პი­ტან მი­ხე­ილ ამი­რა­ნის ძე გვირ­ჯიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, და­ნარ­ჩე­ნი ორის - უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნანტ გიგა და­ვი­თის ძე ხა­ხუ­ტაშ­ვი­ლის და კაპ­რალ გეგა ელ­ვარ­დის ძე ხარ­ში­ლა­ძის - და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზის ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლის, უმ­ცრო­სი სერ­ჟანტ მდი­ნა­რი სა­ბას ძე ბე­ბი­აშ­ვი­ლის ოჯახს.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ავღანეთში 26 წლის ქართველი სამხედრო დაიღუპა - დაშავებულია კიდევ სამი ჯარისკაცი

ავღანეთში 26 წლის ქართველი სამხედრო დაიღუპა - დაშავებულია კიდევ სამი ჯარისკაცი

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი 26 წლის მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის".

მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მშვიდობისმყოფელის, უმცროსი სერჟანტ მდინარი საბას ძე ბებიაშვილის ოჯახს.

ნახეთ ვიდეო

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე