დიმიტრი პესკოვი - რუსეთი პატივისცემით ეპყრობა თავისი მეზობლების აშშ-სთან ურთიერთობებს

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი პატივისცემით ეპყრობა თავისი მეზობლების აშშ-სთან ურთიერთობებს

რუსეთი პატივისცემით ეპყრობა თავისი მეზობლების აშშ-სთან ურთიერთობებს, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამს იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება მის საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურის გაზრდას. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. პესკოვი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ესტონეთში და საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

პესკოვის თქმით, საუბარი მიდის სუვერენულ ქვეყნებზე, რომლებიც თავიანთ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან თავიანთი შეხედულებისამებრ წარმართავენ და "რუსეთისთვის ამაში არანაირი პრობლემა არ არის".

"ამგვარი თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემად მაშინ იქცევა, როდესაც ის სხვადასხვა ალიანსებისა და მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენი საზღვრების მიმართულებით გაფართოებას იწვევს", - აღნიშნა პესკოვმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"