გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე ზეწარში გახვეული ახალშობილი იპოვეს

გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე ზეწარში გახვეული ახალშობილი იპოვეს

გორში ნაპოვნ ახალშობილს თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ. ჩვილი ერთ-ერთი ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს დილით იპოვეს. ახალშობილი გორში მდებარე დედათა და ბავშვთა კლინიკა ”იავნანა მედშია” მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, ჩვილი რამდენიმე საათის დაბადებულია, მას სავარაუდოდ, რამდენიმე საათი აქვს ქუჩაში გატარებული, რამაც ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

აქედან გამომდინარე ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალშობილი ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანონ.

ახალშობილი ბიჭია. მშობლების ვინაობა დაუდგენელია.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია