სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს
ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ოცი წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

"ქუ­თა­ი­სის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის დროს კ.დ.-ს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გ.გ. დამ­ნა­შა­ვედ სცნო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ", 179-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ", 236-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბით.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბულ 20-მდე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვლია. და­ი­კი­თხა ათო­ბით, მათ შო­რის და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე, გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რი და ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი და ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის დროს გ.გ.-ს მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნი­ღა­ბი.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2016 წლის 5 ნო­ემ­ბერს, ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი გ.გ. დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, თავს და­ეს­ხა სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხურ­ში მო­მუ­შა­ვე კ.დ.-ს და ია­რა­ღის მუ­ქა­რით მოს­თხო­ვა თან­ხა, რა­ზეც კ.დ.-მ უარი გა­ნუ­ცხა­და და გაქ­ცე­ვა სცა­და, რა დრო­საც გ.გ.-მ მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სამ­ჯერ და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლა. სრო­ლე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კ.დ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო გ.გ. მი­ი­მა­ლა, თუმ­ცა იგი 2016 წლის 11 ნო­ემ­ბერს, სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლომ გ.გ. დამ­ნა­შა­ვედ სცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში (ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა; დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით ყა­ჩა­ღო­ბა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა) და სას­ჯე­ლის სა­ხედ შე­უ­ფარ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ოცი წლის ვა­დით", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ოცი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

"ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღური თავდასხმის დროს კ.დ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ", 179-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ", 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ 20-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ყაჩაღური თავდასხმის დროს გ.გ.-ს მიერ გამოყენებული ნიღაბი.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებული გ.გ. დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, თავს დაესხა სავალუტო ჯიხურში მომუშავე კ.დ.-ს და იარაღის მუქარით მოსთხოვა თანხა, რაზეც კ.დ.-მ უარი განუცხადა და გაქცევა სცადა, რა დროსაც გ.გ.-მ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ დამიზნებით ესროლა. სროლების შედეგად მიღებული დაზიანებებით კ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ.გ. მიიმალა, თუმცა იგი 2016 წლის 11 ნოემბერს, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში (ანგარებით განზრახ მკვლელობა; დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება) და სასჯელის სახედ შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა ოცი წლის ვადით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ