მამაკაცმა, რომელსაც ცოლი სიმსივნით გარდაეცვალა, ასეულობით ბოთლი გაუშვა ზღვაში, რომლებშიც სასიყვარულო წერილები იყო ჩადებული, წერილებში ის მეორე ნახევრის პოვნას ნატრობდა. ერთი შეხედვით რომანტიკული ისტორიაა, მაგრამ 49 წლის კრეიგ სალივანს სიყვარულის ძიების მცდელობა ცუდად შემოუბრუნდა - ზღვაში გაშვებული მისი უამრავი ბოთლი ბრიტანეთის პლაჟებზე და როსილის პორტში გამოირიყა.
ჰელენ ჯილი ერთ-ერთი თვითმხილველია, ვინც პლაჟზე უამრავი ბოთლი შეამჩნია და ჩათვალა, რომ ეს გარემოსთვის საზიანო იქნებოდა. ”პლაჟზე ვსეირნობდი და დავინახე მინიმუმ 30 ბოთლი, რომელშიც სიყვარულის პოვნასთან დაკავშირებით დაწერილი წერილები იყო განთავსებული. კი, რომანტიკულია, მაგრამ გარემოს დაცვა?”
მას შემდეგ, რაც მრავალი წერილი მიიღო და პრესაშიც გახმაურდა ეს ამბავი, სალივანმა გადაწყვიტა ბოთლების ზღვაში ჩაყრა შეეწყვიტა. თუმცა მის ძალისხმევას უმიზნოდ არ ჩაუვლია. კერეიგი ამბობს, რომ უკვე არაერთი ქალი გამოეხმაურა მის წერილებს.
მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.