"მაიკროსოფტის" დამფძუნებელი ბილ გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის პირველი ნომერი აღარ არის. პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ინტერნეტ-კომპანია Amazon.com-ის დამფუძნებელი, ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი გახდა. ამის შესახებ Forbes-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ბეზოსი პირველ ადგილზე "ამაზონის" აქციათა კურსის 1,6 %-ით გაზრდის შედეგად გავიდა. ამის გამო, მისი ქონება 1,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 90,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამგვარად, 53 წლის ბიზნესმენი ბილ გეითსზე 500 მილიონი დოლარით მეტის მფლობელია.