სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ეხმაურება თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გავრცელებულ ინფორმაციას
როგორ ეხმაურება თინა ბოკუჩავა  მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გავრცელებულ ინფორმაციას

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრ თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის უკ­რა­ი­ნის მო­ქალ­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ, მის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის.

რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ ჟრნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გა­აჩ­ნია.

"ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის ასე­თი ფაქ­ტის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ - რო­გორც იცით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჩა­მო­არ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მიზ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, მან მი­ი­ღო უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. მას აქვს მხო­ლოდ ერთი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ძა­ლი­ან ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მა­ში­ნაც კი, როცა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არ­ცთუ ისე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლე­ბი არი­ან, რო­გორც წესი, მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერი­დე­ბი­ან ხოლ­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას. ამ გან­ცხა­დე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას, რო­მე­ლიც გა­ავ­რცე­ლა რა­დას წევ­რმა, მე ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ", - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვა, - "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა "რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ი­დან" იგორ მო­სი­ი­ჩუკ­მა გა­ნა­ცხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ ეხმაურება თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გავრცელებულ ინფორმაციას

როგორ ეხმაურება თინა ბოკუჩავა  მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გავრცელებულ ინფორმაციას

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალქეობის ჩამორთმევის შესახებ, მისთვის ცნობილი არ არის.

როგორც ბოკუჩავამ ჟრნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა გააჩნია.

"ჩემთვის ცნობილი არ არის ასეთი ფაქტის შესახებ. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ - როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა, მისი პოლიტიკური დევნის მიზნით. შესაბამისად, მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მას აქვს მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა. ძალიან ფუნდამენტური საერთაშორისო სტანდარტია, რომ ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ არის შესაძლებელი. მაშინაც კი, როცა სახელმწიფოები არცთუ ისე დემოკრატიულები არიან, როგორც წესი, მათი წარმომადგენლები ერიდებიან ხოლმე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. ამ განცხადების ავთენტურობას, რომელიც გაავრცელა რადას წევრმა, მე ვერ დავადასტურებ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, - "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა "რადიკალური პარტიიდან" იგორ მოსიიჩუკმა განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."