სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"უბრალოდ მაგარი იყო... ამიტომაც ესროლეს..." - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან მე-16 წლისთავზე ემოციური პოსტებით იხსენებენ
"უბრალოდ მაგარი იყო... ამიტომაც ესროლეს..." - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან მე-16 წლისთავზე ემოციური პოსტებით იხსენებენ

ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი მკვლე­ლო­ბი­დან 16 წელი გა­ვი­და. სა­ნა­ია 2001 წლის 26 ივ­ლისს სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მე­გობ­რებ­მა მისი და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გეს, რაც 21:00-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" და­წყე­ბამ­დე სა­ნა­ია სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხად­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბამ კი მკვლე­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვას თა­ვი­სუფ­ლე­ბის 13 წლით აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი დღემ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ რე­ა­ლუ­რი მკვლე­ლი და მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი და­უს­ჯე­ლია. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას არ ენ­დო­ბი­ან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ვახო სა­ნა­ია გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ღიად სა­უბ­რობს და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხი­ლე­ბას აა­ნონ­სებს

ჟურ­ნა­ლის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­თექ­ვსმე­ტე წლის­თავს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, კო­ლე­გე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

მათე კირ­ვა­ლი­ძე, ტე­ლეპ­რო­დუ­სე­რი:

სახ­ლი­დან რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა გა­მო­აგ­დეს...

სხვი­სი სახ­ლი­დან გა­ას­ვე­ნეს...

მერე სი­ო­ნი...

26... ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წრო...

"თბი­ლი­სე­ლი" არ იყო... ბევ­რი ვერ ჯობ­და თბი­ლი­სე­ლო­ბა­ში...

დიპ­ლო­მი არ ჰქონ­და, არც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა...

არა­ფე­რი შეშ­ლია...არც ძმო­ბა­ში, არც ძმა­კა­ცო­ბა­ში...ძმა იყო. ძმა­კა­ცი. კარ­გი კაცი - ნამ­დვი­ლი...

უყ­ვარ­და და ტკი­ო­და...

ომ­შიც იყო...

ჰო მარ­თლა დაც­ვა არ დაჰ­ყვე­ბო­და, ეგე­თი "სვე­ტიც" არ იყო...

ერთი ნივა ჰყავ­და მე­ქა­ნი­კა...

უბ­რა­ლო იყო, ვარ­სკვლა­ვი კი არა უბ­რა­ლო...

ამი­ტომ იყო მა­გა­რი...

მა­გა­რი რომ იყო იმი­ტომ ეს­რო­ლეს...

ასე მარ­ტი­ვად, აი­ღეს და ეს­რო­ლეს...

არც არა­ვინ და­მუქ­რე­ბია და არც არა­ვის და­მუქ­რე­ბია...

უბ­რა­ლოდ მა­გა­რი იყო.. ამი­ტო­მაც ეს­რო­ლეს...

მა­გა­რი...

მის თა­ო­ბა­ში, ჩვენ თა­ო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი...

უხ­მა­უ­რო და ხმა­უ­რი­ა­ნი...დღემ­დე ასეა...

მერე რა რომ თეთრ მარ­მა­რი­ლო­ზე "დარ­ჩა" მისი სა­ხე­ლი...

ისე მოხ­და რომ...

ისი­ნი აღარ არი­ან...მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ...

ისე მოხ­და რომ...

დაც­ვა არ ჰყო­ლია... ისე, ნი­ვით და­დი­ო­და...

16 წელი გა­სუ­ლა...

42-ის იქ­ნე­ბო­და...

26...

აი­ღეს და ეს­რო­ლეს...

გი­ორ­გი მოკ­ლეს...

გი­ორ­გი სა­ნა­ია....

ირაკ­ლი ღლონ­ტი, "რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე:

ის ჩემი ოჯა­ხის წევ­რიც იყო... არას­დროს არ და­მა­ვი­წყდე­ბა წუ­თე­ბი, როცა შე­ვი­ტყვეთ ეს ტრა­გე­დია... მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი შევ­ცქე­რო­დით ტე­ლე­ვი­ზორს და უბ­რა­ლოდ ვერ ვხსნი­დით რო­გორ უნდა მო­ეკ­ლათ გი­ორ­გი.. ეს იყო დიდი ბო­რო­ტე­ბა, სა­მარ­ცხვი­ნო შავი ლაქა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რი­ა­ში!

ღმერ­თმა აცხო­ნოს მისი სული

გიგი ნათ­მე­ლა­ძე:

ბავ­შვი ვი­ყა­ვი, რა­ჭა­ში ვის­ვე­ნებ­დი ამ დროს ეს სა­ზა­რე­ლი ამ­ბე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გა­ვი­გე... არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ვი­ყა­ვი ჩა­ცუც­ქუ­ლი და ცრემ­ლე­ბი ღაპა-ღუ­პით მომ­დი­ო­და. ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი "ღა­მის კუ­რი­ერ­ზე" გა­დარ­თავ­დნენ იქ გი­ორ­გი აღარ დაგ­ვხვდე­ბო­და. სა­ზა­რე­ლი დღე!

თეა ქეც­ბა­ია:

რო­გორ მწა­რედ მახ­სოვს ეს დღე!

მთე­ლი ღამე ტანი ვერ დავ­დე სა­წოლ­ზე, სა­დღაც მინ­დო­და მივ­სუ­ლი­ყა­ვი და რა­ღა­ცით მივ­ხმა­რე­ბო­დი, ოღონდ ის არ ყო­ფი­ლი­ყო, რაც იყო...

მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, მა­ფა­ნა­ტებ­და მას­ზე. ჩვე­ნი სა­ერ­თო ნა­თე­სა­ვი, რუ­სუ­დან ზან­თა­რა­ია შემ­პირ­და გა­გაც­ნო­ბო და ერთ კვი­რა­ში უნდა შევ­ხვედ­რო­დი და­თოს - მის შვილს, რომ გი­ორ­გის­თან წა­ვეყ­ვა­ნე.

ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა ეს ადა­მი­ა­ნი.

ირა გო­გო­საშ­ვი­ლი:

ბა­თუმ­ში, ბე­რეგ­ზე, შემ­ხვდა, აუ­დი­ე­ნი­ა­ში, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით და რა­საკ­ვირ­ვე­ლია გა­და­სა­რე­ვად ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს.... ვი­სა­უბ­რეთ, მი­ვე­პე­რეთ ერ­მა­ნეთს და მე­ო­რე დღეს, "რუს­თა­ვი 2" სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს სა­ყუ­რებ­ლად გა­დავ­რთე....გიოს კად­რი დას­ტო­პე­ბუ­ლი რომ იყო ვი­ფიქ­რე ცუდი სიგ­ნა­ლია და გა­ჭე­და­თქო..... გა­ვი­და 2 სა­ა­თი ისევ და უკვე სა­დღაც 5-6 სა­ათ­ზე ეს სა­ში­ნე­ლე­ბა გა­ვი­გე...... თუ არ გავ­გიჟ­დე­ბო­დი არ მე­გო­ნა, მა­შინ­ვე თვალ­წინ გა­ირ­ბი­ნა იმ კად­რებ­მა, აუ­დი­ენ­ცი­ის ბუ­პე­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი, (სა­დაც გა­ვი­ცა­ნი), ბოლო სეხ­ვედ­რამ­დე.... ზა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ძმა გყავ­და ვახო,ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და სუ­პერ პრო­პე­სი­ო­ნა­ლი!ერთხელ დე­მი­რე­ლის კაშ­ხალ­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი ტექ­სტი წა­ვი­კი­თხე ეთერ­ში გას­ვლამ­დე და ვკი­თხუ­ლობ­დი ვინ და­წე­რა, რო­გო­რი ბრწინ­ვა­ლე ანა­ლი­ზი­ა­თქო...... აცხო­ნოს ღმერ­თმა!

გი­ორ­გი ედი­შე­რაშ­ვი­ლი:

არას­დროს და­მა­ვი­წყდებს ეს დღე, იმის მი­უ­ხე­და­ვად რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. სახ­ლში შე­მო­ვე­დი დაღ­ლი­ლი და ატი­რე­ბუ­ლი დე­და­ჩე­მი და­ვი­ნა­ხე. ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­საც სახე ჩა­მოს­ტი­რო­დათ. მერე დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი და მა­ინც ვერ ვხვდე­ბო­დი, ვინ­მეს რა­ტომ უნდა ჩა­ე­დი­ნა ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა.

ნა­თია ლე­კიშ­ვი­ლი:

რო­გორ მახ­სოვს ეს დღე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო რომ გა­ყი­ნა და გა­აქ­ვა­ვა. რო­გო­რი ნა­თე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო მახ­სოვს ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა უკვე მინ­დო­და-ამ ამ­ბის შემ­დეგ კი ვბობ­დი: მე ჟურ­ნა­ლის­ტი გავ­ხედ­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას ჩა­ვა­ტა­რებ ამ ამ­ბავ­ზე,მე გავ­ხი ამ თე­მას­თქო. ჟურ­ნა­ლის­ტი გავ­ხდი, მაგ­რამ....

ლა­უ­რა კუ­ტუ­ბი­ძე:

რო­გორ მახ­სოვს გი­ორ­გის ბოლო ინ­ტერ­ვიუ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას­თან... მთე­ლი მისი ხიბ­ლი - ქა­რიზ­მა, ნიჭი, პრო­ფე­სი­უ­ლი ოს­ტა­ტო­ბა თით­ქოს ერ­თბა­შად ამო­იფ­რქვა ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში...

ძა­ლი­ან მაღ­ლა ას­წია თა­ვი­სი დრო­ის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი თა­მა­სა! ისე, რომ იო­ლად ვე­ღა­რა­ვინ შესწვდა მის ნიშ­ნულს!

თეა გი­ორ­გა­ძე:

დღეს ვიხ­სე­ნებ­დი. გუ­შინ­დე­ლი დღე­სა­ვით მახ­სოვს ის ელდა და უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი. ახ­ლაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გი­ორ­გის ბრწყინ­ვა­ლე მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბო­და თუ არა ის უკე­თუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ყვე­ლა­ფე­რი ეს და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ნეტა რო­გორ და­დი­ან ამ ქვეყ­ნად. მიწა არ ეწ­ვით ფეხ­ქვეშ?

ლალი რო­ზო­მაშ­ვი­ლი:

სახ­ლში რა­ტომ­ღაც ადრე მო­ვე­დი ანუ, 6 სა­ა­თი­ა­ნი კუ­რი­ერსთვის შე­მეძ­ლო მე­ყუ­რა. სა­ათს შევ­ხე­დე, 5 წუთი აკ­ლდა. ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩავ­რთე. ცხე­ლო­და, გა­ვი­ფიქ­რე, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად, ოთახ­ში ყვა­ვი­ლებს მოვრწავ­დი მაგ­რამ მივ­ხვდი რომ მეტი დრო გა­ვი­და ეკ­რანს შევ­ხე­დე... "ის სა­ში­ნე­ლი წარ­წე­რა"... მერე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მა­შინ­დელ გლ­და­ნის სა­სა­მარ­თლო­ში... პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია... მერე სა­ა­პე­ლა­ციო... მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა და იმე­დი, რომ უფრო მეტი რამ გა­ირ­კვე­ო­და... ალ­ბათ, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგო­მი წლე­ბიც ისე­თი­ვე სკან­და­ლუ­რი იყო, რო­გორც მისი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"უბრალოდ მაგარი იყო... ამიტომაც ესროლეს..." - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან მე-16 წლისთავზე ემოციური პოსტებით იხსენებენ

"უბრალოდ მაგარი იყო... ამიტომაც ესროლეს..." - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან მე-16 წლისთავზე ემოციური პოსტებით იხსენებენ

ჟურნალისტ გიორგი სანაიას საიდუმლოებით მოცული მკვლელობიდან 16 წელი გავიდა. სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მეგობრებმა მისი დაღუპვის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც 21:00-საათიანი "კურიერის" დაწყებამდე სანაია სამსახურში არ გამოცხადდა.

ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ. გამოძიებამ კი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა.

მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.

წაიკითხეთ ასევე: ვახო სანაია გიორგი სანაიას გამოძიების შესახებ ღიად საუბრობს და მაღალჩინოსნების მხილებას აანონსებს

ჟურნალისტის გარდაცვალების მეთექვსმეტე წლისთავს სოციალურ ქსელებში ცნობილი ადამიანები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები ემოციური პოსტებით ეხმაურებიან:

მათე კირვალიძე, ტელეპროდუსერი:

სახლიდან რუსმა ოკუპანტებმა გამოაგდეს...

სხვისი სახლიდან გაასვენეს...

მერე სიონი...

26... ყველაფერი მოასწრო...

"თბილისელი" არ იყო... ბევრი ვერ ჯობდა თბილისელობაში...

დიპლომი არ ჰქონდა, არც უმაღლესი განათლება...

არაფერი შეშლია...არც ძმობაში, არც ძმაკაცობაში...ძმა იყო. ძმაკაცი. კარგი კაცი - ნამდვილი...

უყვარდა და ტკიოდა...

ომშიც იყო...

ჰო მართლა დაცვა არ დაჰყვებოდა, ეგეთი "სვეტიც" არ იყო...

ერთი ნივა ჰყავდა მექანიკა...

უბრალო იყო, ვარსკვლავი კი არა უბრალო...

ამიტომ იყო მაგარი...

მაგარი რომ იყო იმიტომ ესროლეს...

ასე მარტივად, აიღეს და ესროლეს...

არც არავინ დამუქრებია და არც არავის დამუქრებია...

უბრალოდ მაგარი იყო.. ამიტომაც ესროლეს...

მაგარი...

მის თაობაში, ჩვენ თაობაში, ყველაზე მაგარი...

უხმაურო და ხმაურიანი...დღემდე ასეა...

მერე რა რომ თეთრ მარმარილოზე "დარჩა" მისი სახელი...

ისე მოხდა რომ...

ისინი აღარ არიან...მტერსაც არ ვუსურვებ...

ისე მოხდა რომ...

დაცვა არ ჰყოლია... ისე, ნივით დადიოდა...

16 წელი გასულა...

42-ის იქნებოდა...

26...

აიღეს და ესროლეს...

გიორგი მოკლეს...

გიორგი სანაია....

ირაკლი ღლონტი, "რეფორმატორების" თავმჯდომარე:

ის ჩემი ოჯახის წევრიც იყო... არასდროს არ დამავიწყდება წუთები, როცა შევიტყვეთ ეს ტრაგედია... მთელი ჩემი ოჯახი თვალცრემლიანი შევცქეროდით ტელევიზორს და უბრალოდ ვერ ვხსნიდით როგორ უნდა მოეკლათ გიორგი.. ეს იყო დიდი ბოროტება, სამარცხვინო შავი ლაქა ქართული სახელმწიფოს ისტორიაში!

ღმერთმა აცხონოს მისი სული

გიგი ნათმელაძე:

ბავშვი ვიყავი, რაჭაში ვისვენებდი ამ დროს ეს საზარელი ამბები ტელევიზიით რომ გავიგე... არასდროს დამავიწყდება, ტელევიზორის წინ ვიყავი ჩაცუცქული და ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. ვაცნობიერებდი, როდესაც მშობლები "ღამის კურიერზე" გადართავდნენ იქ გიორგი აღარ დაგვხვდებოდა. საზარელი დღე!

თეა ქეცბაია:

როგორ მწარედ მახსოვს ეს დღე!

მთელი ღამე ტანი ვერ დავდე საწოლზე, სადღაც მინდოდა მივსულიყავი და რაღაცით მივხმარებოდი, ოღონდ ის არ ყოფილიყო, რაც იყო...

მაშინ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, მაფანატებდა მასზე. ჩვენი საერთო ნათესავი, რუსუდან ზანთარაია შემპირდა გაგაცნობო და ერთ კვირაში უნდა შევხვედროდი დათოს - მის შვილს, რომ გიორგისთან წავეყვანე.

ძალიან მეტკინა ეს ადამიანი.

ირა გოგოსაშვილი:

ბათუმში, ბერეგზე, შემხვდა, აუდიენიაში, ერთად ვმუშაობდით და რასაკვირველია გადასარევად ვიცნობდით ერთმანეთს.... ვისაუბრეთ, მივეპერეთ ერმანეთს და მეორე დღეს, "რუსთავი 2" საინფორმაციოს საყურებლად გადავრთე....გიოს კადრი დასტოპებული რომ იყო ვიფიქრე ცუდი სიგნალია და გაჭედათქო..... გავიდა 2 საათი ისევ და უკვე სადღაც 5-6 საათზე ეს საშინელება გავიგე...... თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა, მაშინვე თვალწინ გაირბინა იმ კადრებმა, აუდიენციის ბუპეტიდან დაწყებული, (სადაც გავიცანი), ბოლო სეხვედრამდე.... ზალიან ნიჭიერი ძმა გყავდა ვახო,ძალიან კარგი ადამიანი და სუპერ პროპესიონალი!ერთხელ დემირელის კაშხალთან დაკავშირებით მისი ტექსტი წავიკითხე ეთერში გასვლამდე და ვკითხულობდი ვინ დაწერა, როგორი ბრწინვალე ანალიზიათქო...... აცხონოს ღმერთმა!

გიორგი ედიშერაშვილი:

არასდროს დამავიწყდებს ეს დღე, იმის მიუხედავად რომ ძალიან პატარა ვიყავი. სახლში შემოვედი დაღლილი და ატირებული დედაჩემი დავინახე. ოჯახის დანარჩენ წევრებსაც სახე ჩამოსტიროდათ. მერე დიდხანს ვფიქრობდი და მაინც ვერ ვხვდებოდი, ვინმეს რატომ უნდა ჩაედინა ასეთი საშინელება.

ნათია ლეკიშვილი:

როგორ მახსოვს ეს დღე, სრულიად საქართველო რომ გაყინა და გააქვავა. როგორი ნათელი ადამიანი იყო  მახსოვს ჟურნალისტობა უკვე მინდოდა-ამ ამბის შემდეგ კი ვბობდი: მე ჟურნალისტი გავხედბი და ჟურნალისტურ გამოძიებას ჩავატარებ ამ ამბავზე,მე გავხი ამ თემასთქო. ჟურნალისტი გავხდი, მაგრამ....

ლაურა კუტუბიძე:

როგორ მახსოვს გიორგის ბოლო ინტერვიუ ზურაბ ჟვანიასთან... მთელი მისი ხიბლი - ქარიზმა, ნიჭი, პროფესიული ოსტატობა თითქოს ერთბაშად ამოიფრქვა ამ ინტერვიუში...

ძალიან მაღლა ასწია თავისი დროის ჟურნალისტური თამასა! ისე, რომ იოლად ვეღარავინ შესწვდა მის ნიშნულს!

თეა გიორგაძე:

დღეს ვიხსენებდი. გუშინდელი დღესავით მახსოვს ის ელდა და უმძიმესი დღეები. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ გიორგის ბრწყინვალე მომავალი ექნებოდა თუ არა ის უკეთური ადამიანები, ვინც ყველაფერი ეს დაგეგმა და განახორციელა. ნეტა როგორ დადიან ამ ქვეყნად. მიწა არ ეწვით ფეხქვეშ?

ლალი როზომაშვილი:

სახლში რატომღაც ადრე მოვედი ანუ, 6 საათიანი კურიერსთვის შემეძლო მეყურა. საათს შევხედე, 5 წუთი აკლდა. ტელევიზორი ჩავრთე. ცხელოდა, გავიფიქრე, რომ პარალელურად, ოთახში ყვავილებს მოვრწავდი მაგრამ მივხვდი რომ მეტი დრო გავიდა ეკრანს შევხედე... "ის საშინელი წარწერა"... მერე დაუსრულებელი სასამართლო პროცესები მაშინდელ გლდანის სასამართლოში... პირდაპირი ტრანსლაცია... მერე სააპელაციო... მერე ხელისუფლების ცვლილება და იმედი, რომ უფრო მეტი რამ გაირკვეოდა... ალბათ, მისი გარდაცვალების შემდგომი წლებიც ისეთივე სკანდალური იყო, როგორც მისი ჟურნალისტური კარიერა...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს