სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იპოვე შენი წინაპარი: მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების გვარები, რომელთა ნეშტი ნაპოვნია
იპოვე შენი წინაპარი: მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების გვარები, რომელთა ნეშტი ნაპოვნია

მე­ო­რე მსოფ­ლი­ოს ომის დროს და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის თემა AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლის­თვის აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. შე­სა­ბა­მი­სად, გან­ვაგ­რძობთ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს ნა­პოვ­ნი და იდენ­ტი­ფი­ცე­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას...

აქვე ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მას შემ­დეგ, რაც და­კარ­გუ­ლი წი­ნაპ­რის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და, არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი აპი­რებს მისი ნეშ­ტის სამ­შობ­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბას... რო­გორც ქერ­ჩი­დან გვა­ტყო­ბი­ნე­ბენ, მე­ომ­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი იუ­რის­ტი და­ეხ­მა­რე­ბა...

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

(მკი­თხველს აქვე გან­ვუ­მარ­ტავთ, რომ რუ­სუ­ლად აღ­რი­ცხულ სი­ებ­ში, გვარ-სა­ხე­ლებ­სა და და­ბა­დე­ბის ად­გი­ლებ­ში, შე­საძ­ლოა, შეც­დო­მე­ბი იყოს)

ფე­დია ია­სო­ნის ძე ხმი­ა­დაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელ­სა ხა­შურ­ში. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­იწ­ვი­ეს 1942 წლის 11 ნო­ემ­ბერს. 1943 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, ფრონ­ტის ხაზ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის მორ­ჩე­ნის შემ­დეგ, გა­მო­წე­რეს. და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით, ორ­ჯერ, 1943 და 1944 წლებ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ასე­ვე, 1944 წელს, მი­ღე­ბუ­ლი აქვს წი­თე­ლი ვარ­სკვლა­ვის ორ­დე­ნი. იბ­რძო­და ლე­ნინ­გრა­დის ფრონტზე, სა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბის სარ­დლის მო­ად­გი­ლე და წო­დე­ბით უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი იყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1944 წლი­დან უგზო-უკვლოდ ით­ვლე­ბო­და...

ვიქ­ტორ გი­ორ­გის ძე ზა­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, თი­ა­ნეთ­ში, სო­ფელ ღუ­ლე­ლებ­ში. მე­უღ­ლე ოლღა და­ვი­თის ასუ­ლი... და­ი­კარ­გა, 1942 წელს, ფი­ნეთ­ში, სა­დაც ტყვედ ჩა­ვარ­და, თუმ­ცა, შემ­დეგ, ტყვე­თა ბა­ნაკ­ში, 14 გერ­მა­ნელ ჯა­რის­კაც­ზე გა­დაც­ვა­ლეს... გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მისი კვა­ლი ისევ იკარ­გე­ბა...

ვიქ­ტორ ნი­კო­ლო­ზის ძე გე­ლაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1904 წელს, ჭი­ა­თუ­რა­ში. მე­უღ­ლე სო­ნია სერ­გე­ის ასუ­ლი. დაკ­რძა­ლუ­ლია ქერჩში, აჯი­მუშ­კა­ი­ში, 1943 წლის 20 თე­ბერ­ვალს, პარ­ტი­ზა­ნე­ბის სა­საფ­ლაო #20-ში.

მი­ხე­ილ ბე­სა­რი­ო­ნის ძე კლდი­აშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 წელს. მე­უღ­ლე ოლღა თე­მუ­რის ასუ­ლი... გაწ­ვე­უ­ლია ქუ­თა­ი­სის სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ცხოვ­რობ­და ბა­თუმ­ში, საბ­ჭოს ქ, #2-ში. და­ი­ღუ­პა ანა­პა­ში, მშვი­დო­ბის პარკთან...

ნი­კო­ლოზ სარ­დი­ო­ნის ძე სი­ნა­უ­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წელს, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ონ­ში. მსა­ხუ­რობ­და ჩე­ლი­ა­ბინ­სკის ნა­წილ­ში, ეტ­კულსკის რა­ი­ონ­ში. და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, 1941 წლი­დან, ლვო­ვის ბრძო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ...

ვა­სილ თე­დოს ძე გე­გეჭ­კო­რი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1900 წელს გე­გეჭ­კო­რის (ახ­ლან­დე­ლი მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ინ­ჩხურ­ში. და­ი­ღუ­პა 1942 წელს, კა­ლი­ნი­ნის მხა­რე­ში, მო­ლო­დო­ტუდსკის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ აჟე­ვო­ში...

ვახ­ტანგ გრი­გო­რის ძე დი­დე­ბაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში. დედა ნეია (ნელი) გრი­გო­რის ასუ­ლი. პრი­კარ­პა­ტის სამ­ხედ­როს სარ­დლო­ბის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 31 დე­კემ­ბერს, ვი­ნიც­კის მხა­რე­ში, კა­ნი­ლი­ნის რა­ი­ო­ნი, სო­ფელ ახალ გრებ­ლი­ა­ში...

ვახ­ტანგ ნი­კო­ლო­ზის ძე კუ­კო­აშ­ვი­ლი (შე­საძ­ლოა, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი) - და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში, 1922 წელს. დედა ვარ­ვა­რა და­ვი­თის ასუ­ლი... წო­დე­ბით კაპ­რა­ლი, და­ი­ღუ­პა კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, კრიმსკის რა­ი­ო­ნი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლებ­ში...

ილია გი­ორ­გის ძე ჩიფ­ჩი­უ­რი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს, ქ. თბი­ლის­ში. მე­უღ­ლე თა­მარ გი­ორ­გის ას. წი­ქო­რი­ძე. მსა­ხუ­რობ­და ლიტ­ვა­ში, ალი­ტუს­კის მაზ­რის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში, სამ­ხედ­რო ფელ­დშე­რის სტა­ტუ­სით. და­ი­ღუ­პა მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, 1944 წლის 26 ივ­ლისს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

იპოვე შენი წინაპარი: მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების გვარები, რომელთა ნეშტი ნაპოვნია

იპოვე შენი წინაპარი: მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების გვარები, რომელთა ნეშტი ნაპოვნია

მეორე მსოფლიოს ომის დროს დაკარგული ქართველი მეომრების თემა AMBEBI.GE-ს მკითხველისთვის აქტუალობას არ კარგავს. შესაბამისად, განვაგრძობთ სხვადასხვა ადგილებიდან მოწოდებული ინფორმაციის, სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნი და იდენტიფიცერებული ქართველების გვარ-სახელების გამოქვეყნებას...

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც დაკარგული წინაპრის შესახებ ცნობილი გახდა, არაერთი ადგილობრივი აპირებს მისი ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებას... როგორც ქერჩიდან გვატყობინებენ, მეომრების ოჯახის წევრებს დოკუმენტაციის საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი იურისტი დაეხმარება...

ბოლო ინფორმაციით, საძიებო სამუშაოების დროს ნაპოვნი ქართველების სია ასე გამოიყურება:

(მკითხველს აქვე განვუმარტავთ, რომ რუსულად აღრიცხულ სიებში, გვარ-სახელებსა და დაბადების ადგილებში, შესაძლოა, შეცდომები იყოს)

ფედია იასონის ძე ხმიადაშვილი - დაბადებული 1924 წელსა ხაშურში. მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს 1942 წლის 11 ნოემბერს. 1943 წლის 26 ოქტომბერს, ფრონტის ხაზზე მიღებული ჭრილობების მორჩენის შემდეგ, გამოწერეს. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ორჯერ, 1943 და 1944 წლებში. მოგვიანებით, ასევე, 1944 წელს, მიღებული აქვს წითელი ვარსკვლავის ორდენი. იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, სადაც შეიარაღების სარდლის მოადგილე და წოდებით უმცროსი სერჟანტი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 1944 წლიდან უგზო-უკვლოდ ითვლებოდა...

ვიქტორ გიორგის ძე ზარიძე - დაბადებული 1916 წელს, თიანეთში, სოფელ ღულელებში. მეუღლე ოლღა დავითის ასული... დაიკარგა, 1942 წელს, ფინეთში, სადაც ტყვედ ჩავარდა, თუმცა, შემდეგ, ტყვეთა ბანაკში, 14 გერმანელ ჯარისკაცზე გადაცვალეს... გარკვეული დროის შემდეგ, მისი კვალი ისევ იკარგება...

ვიქტორ ნიკოლოზის ძე გელაშვილი - დაბადებული 1904 წელს, ჭიათურაში. მეუღლე სონია სერგეის ასული. დაკრძალულია ქერჩში, აჯიმუშკაიში, 1943 წლის 20 თებერვალს, პარტიზანების სასაფლაო #20-ში.

მიხეილ ბესარიონის ძე კლდიაშვილი, დაბადებული 1903 წელს. მეუღლე ოლღა თემურის ასული... გაწვეულია ქუთაისის სამხედრო კომისარიატიდან. ბოლო მონაცემებით, ცხოვრობდა ბათუმში, საბჭოს ქ, #2-ში. დაიღუპა ანაპაში, მშვიდობის პარკთან...

ნიკოლოზ სარდიონის ძე სინაურიძე - დაბადებული 1922 წელს, წყალტუბოს რაიონში. მსახურობდა ჩელიაბინსკის ნაწილში, ეტკულსკის რაიონში. დაკარგულად მიიჩნეოდა, 1941 წლიდან, ლვოვის ბრძოლებში მონაწილეობის შემდეგ...

ვასილ თედოს ძე გეგეჭკორი - დაბადებული 1900 წელს გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი) რაიონის, სოფელ ინჩხურში. დაიღუპა 1942 წელს, კალინინის მხარეში, მოლოდოტუდსკის რაიონში, სოფელ აჟევოში...

ვახტანგ გრიგორის ძე დიდებაშვილი - დაბადებული 1921 წელს დუშეთის რაიონში. დედა ნეია (ნელი) გრიგორის ასული. პრიკარპატის სამხედროს სარდლობის უფროსი ლეიტენანტი. დაიღუპა 1943 წლის 31 დეკემბერს, ვინიცკის მხარეში, კანილინის რაიონი, სოფელ ახალ გრებლიაში...

ვახტანგ ნიკოლოზის ძე კუკოაშვილი (შესაძლოა, ოქრუაშვილი) - დაბადებული ქარელის რაიონში, 1922 წელს. დედა ვარვარა დავითის ასული... წოდებით კაპრალი, დაიღუპა კრასნოდარის მხარეში, კრიმსკის რაიონიდან აღმოსავლეთით მიმდინარე ბრძოლებში...

ილია გიორგის ძე ჩიფჩიური, დაბადებული 1921 წელს, ქ. თბილისში. მეუღლე თამარ გიორგის ას. წიქორიძე. მსახურობდა ლიტვაში, ალიტუსკის მაზრის სამხედრო ნაწილში, სამხედრო ფელდშერის სტატუსით. დაიღუპა მოვალეობის შესრულებისას, 1944 წლის 26 ივლისს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი